უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ნოემბერი, 2017 11:50
font-size

ლევან იზორია ამერიკელ სენატორს ლინდსი გრეიემს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის მეორე დღე ლევან იზორიამ აშშ-ის სენატში შეხვედრით დაიწყო.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს საბიუჯეტო ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, სენატორმა ლინდსი გრეიემმა უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს. ლევან იზორიამ ამერიკელ სენატორს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. შეხვედრაზე სენატორმა გრეიემმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მიმდინარე რეფორმების მტკიცე მხარდაჭერა და სურვილი გამოთქვა, კვლავ ესტუმროს საქართველოს და ადგილზე გაეცნოს მიღწეულ პროგრესს.

თავდაცვის მინისტრმა ლინდსი გრეიემს ქართველი ხალხის და თავდაცვის უწყების სახელით მადლობა გადაუხადა იმ მზარდი ფინანსური მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან იღებს.

„განსაკუთრებით წელს და მომავალ წელს ეს იქნება მასშტაბური დახმარება, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით რეგიონში სამაგალითო, ნატოს სტანდარტების შესაბამისი სასწავლო მომზადების ცენტრის ჩამოყალიბებას ვაზიანის სამხედრო ბაზაზე, რაც ასევე, ითვალისწინებს ნატოს სტანდარტების შესაბამისი აღჭურვილობის შეძენას 9 ბატალიონისთვის და ეს პროცესი უკვე დაწყებულია, ასევე, შემდგომი სამი წლის განმავლობაში ჩვენი შეიარაღებული ძალების მომზადებას ტერიტორიული თავდაცვის ამოცანების შესასრულებლად. პარალელურად, ჩვენ ვრჩებით ერთგული იმ საერთაშორისო ვალდებულებების, რომელიც აღებული გვაქვს ავღანეთში, მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს ორი კომპონენტი, როგორც საერთაშორისო მისიებში ჩვენი აქტიურობის, ასევე ადგილზე მაქსიმალური, ნატოს სტანდარტების შესაბამისი წვრთნებისა და შეფასების განხორციელებისა, იქნება მომავალ წლებში უზრუნველყოფილი იმ მასშტაბური დახმარებით, რომელსაც ვიღებთ აშშ-სგან,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ამერიკელ კოლეგას ჯეიმს მატისს. დაგეგმილია შეხვედრა თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელთან ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერთან.

საქართველო აშშ-სგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - სტინგერებს მიიღებს - ლევან იზორია

19 ივნისი, 2018 , 18:26

„ანტისატანკო სისტემების - ჯაველინების გადმოცემის შემდეგ, საქართველო აშშ-სგან უახლეს ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს - სტინგერებს მიიღებს“ - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ლევან იზორიამ პარლამენ

GDRP საქართველოს ტერიტორიული თავდაცვის ამოცანებისკენაა მიმართული - ლევან იზორია

19 ივნისი, 2018 , 17:30

საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან - აშშ-სთან ერთად ყველაზე ამბიციურ - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნი

მამუკა ბახტაძე ეკოომბუდსმენის თანამდებობას შემოღების ინიციატივით გამოდის

19 ივნისი, 2018 , 17:30

ახალი სამთავრობო პროგრამის „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ მიხედვით, მთავრობა ეკოომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას გეგმავს. სამთავრობო პროგრამაში, რომელიც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბ

მე ერთი შილაფლავი მახსოვს პირველ ოქტომბერს 2012 წლის და ფლავი, არ ვიცი, საიდან მოვიდა -თეა წულუკიანი ირმა ნადირაშვილს

19 ივნისი, 2018 , 17:30

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა თეა წულუკიანმა პარლამენტის გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატების წინაშე გამოსვლისას „ევროპული საქართველოს“ წევრს, ირმა ნადირაშვილს გამოეხმაურა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა წულუკიანს ჩ

მამუკა ბახტაძე 2013 წლის 1 იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანებების სრულად ჩამოწერას გეგმავს

19 ივნისი, 2018 , 16:55

ჩვენი პირველი იდეაა, რომ 2013 წლის 1 იანვრამდე არსებული საგადასახადო დავალიანება სრულად ჩამოვაწეროთ ყველა გადამხდელს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდო

კომერციული პალატების შესახებ კანონი მზადაა - თეა წულუკიანი

19 ივნისი, 2018 , 16:55

„მომავალში ჩვენ ვგეგმავთ მართლმსაჯულების რეფორმაზე მუშაობის გაგრძელებას. როგორც იცით, ე.წ. მე-4 ტალღა მიჰყავს პარლამენტს, მაგრამ ჩვენი, იუსტიციის სამინისტროს, კომპონენტი ამ მეოთხე ტალღაში, ასევე, ვფიქრობ, არის მნიშ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან