უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ნოემბერი, 2017 12:30
font-size

ლევან იზორია აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი აშშ-ის უშიშროების საბჭოს მდივანთან შეხვედრით დაასრულა.

თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა და აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, უშიშროების საბჭოს მდივანმა ჰერბერტ რაიმონდ მაკმასტერმა თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე, რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების გზებსა და ამ პროცესში საქართველოს როლზე.

„დავგეგმეთ, რომ მომავალ წლებში ერთობლივი წვრთნების მასშტაბი კიდევ უფრო გაიზარდოს, განსაკუთრებით, შავი ზღვის აუზის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობით. ამ მიმართულებით გვსურს კონკრეტული წინადადებები შევიმუშავოთ. მომავალი წლის დასაწყისიდან ეს იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტიურობის სფერო“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა. მისი განცხადებით, ვიზიტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა თვისობრივად ახალ ეტაპზე გადადის და კიდევ უფრო ინტენსიური ხდება.

„ეს იყო მართლაც სამაგალითო შეხვედრები, სადაც ჩვენ მივიღეთ მაქსიმალური მხარდაჭერა და აღიარება იმ პროგრესისა, რასაც ჩვენი ქვეყანა ბოლო წლებში განიცდის დემოკრატიის განვითარების მიმართულებით, სხვადასხვა ინსტიტუტების ჩამოყალიბების თვალსაზრისით და განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში მიღწეული პროგრესით,“ - აღნიშნა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

აშშ-ში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია აშშ-ის თავდაცვის მდივანს ჯეიმსს მატისს და სენატორ ლინდსი გრემს შეხვდა.

საკვანძო სიტყვები:

აფრთხობენ ამომრჩეველს, უნერგავენ აზრს, რომ ჩვენ დესტაბილიზაციას ვგეგმავთ - რომან გოცირიძე

19 ოქტომბერი, 2018 , 17:40

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, რომან გოცირიძის განცხადებით, ხელისუფლება ამომრჩეველს აფრთხობს და უნერგავს აზრს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დესტაბილიზაციას გეგმავს. მისი თქმით, პარტია როც

საქართველო არ არის ბიზნეს კორპორაცია, საქართველო არ არის ბიზნეს ობშორა - შალვა ნათელაშვილი

19 ოქტომბერი, 2018 , 17:10

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. ნათელაშვილმა დიპლომატებს არსებული საარჩევნო გარემო გააცნო. პრეზიდენტობის კანდიდატმა შეხვედრაზე არჩე

ნუ გვაბოლებთ - შვილმოკლული მამების აქცია პროკურატურასთან

19 ოქტომბერი, 2018 , 17:10

„ნუ გვაბოლებთ“, - ამ შინაარსის აქცია-პერფორმანსს შვილმოკლული მამები მთავარ პროკურატურასთან მართავენ. მათი თქმით, ხელისუფლება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მო

მარჯანიშვილზე, ქუჩაში ვნახე, რომ ბევრი კარავია გაშლილი, უცხოელებს თუ აქვთ კარვის გაშლის უფლება, ჩვენ არ გვაქვს?! - ზაზა სარალიძე

19 ოქტომბერი, 2018 , 16:30

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს საღამოს პარლამენტის შენობის წინ კარვის გაშლას აპირებს. ამის შესახებ სარალიძემ ჟურნალისტებს მთავარ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც აქცია-პერფომანს

არცერთი ის წევრი, რომელიც აქამდე გვერდით დაუყენებია უგულავას, „ქართული ოცნების“ მოქმედი წევრი არაა - მამუკა მდინარაძე

19 ოქტომბერი, 2018 , 16:30

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ უარყო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას განცხადება, რომ „ქართული ოცნებიდან“ „ევროპულ ს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გასაუბრებაზე აცილების არსებული მოდელი არაკონსტიტუციურია - საია

19 ოქტომბერი, 2018 , 15:55

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის გასაუბრებაზე აცილების არსებულ მოდელს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. საია-ს აზრით, კონსტიტუციის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტით გარანტირებული

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`