უკან

პოლიტიკა

12 აპრილი, 2018 12:20
font-size

ლევან იზორია დიპლომატიურ კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

„ნატოს წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველო“ - ამ სახელწოდებით ლევან იზორიამ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში (DIB) ლექცია წაიკითხა. მინისტრის ლექციას დიპლომატიური კორპუსისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მან საუბრის ძირითადი დრო ნატოს წინაშე მდგარ გამოწვევებს, მათ შორის, ეფექტიანი შეკავების პოლიტიკასა და ამ კონტექსტში საქართველოს, კონკრეტულად, თავდაცვის უწყების ადეკვატურ ქმედებებს დაუთმო. ლევან იზორიამ სტუმრებს ნატოსთან თავსებადობის კუთხით, გადადგმულ ნაბიჯებსა და სამომავლო გეგმებზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და საერთაშორისო პარტნიორებს რეფორმების განხორციელების პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

თავდაცვის მინისტრმა ყურადღება ლოგისტიკური მიმართულების დახვეწაზე, მზადყოფნის მაღალი დონის უზრუნველყოფაზე, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელებაზე, კიბერუსაფრთხოების სფეროს გაძლიერებასა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე გაამახვილა.

თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ნატოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სხვა მიმართულებებზეც ისაუბრა, რაც საქართველოს თავდაცვის უწყებაში ნატოსთან თანხვედრის პროცესში ხორციელდება. თავდაცვის მინისტრის განმარტებით, საქართველო უკვე აკმაყოფილებს ნატოს სტანდარტს და თავდაცვის სფეროსთვის ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 2% დაიხარჯება, ხოლო აქედან 20%-ზე მეტი შეიარაღებისა და აღჭურვილობის შეძენას მოხმარდება. სტაბილურობისა და მსოფლიო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველო მნიშვნელოვან კონტრიბუციას აგრძელებს.

მინისტრის მოხსენების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ღონისძიება სიმბოლურად ნატოს დაარსების 69-ე წლისთავთან დაკავშირებით გაიმართა და მას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, ლელა ჩიქოვანი და ნუკრი გელაშვილი, ასევე გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი პირველი მოადგილე, პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა დაესწრნენ.

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, რადგან არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა - მამუკა მდინარაძე

16 აპრილი, 2024 , 19:08

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხ

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები პირველი მცდელობით ვერ აირჩია

16 აპრილი, 2024 , 16:19

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობი

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - სალომე ზურაბიშვილი

16 აპრილი, 2024 , 08:06

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი