უკან

საზოგადოება

23 აპრილი, 2019 12:40
font-size

ლევან იზორია ლოჯისტიკური სწავლების „დასავლეთის აღალი 2019“-ის აღსრულების ფაზას დაესწრო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ქუთაისის მახლობლად, სოფელ გოდოგანის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოჯისტიკური სწავლების „დასავლეთის აღალი 2019“-ის აღსრულების ფაზას დაესწრო და სწავლების მიმდინარეობას პირადად დააკვირდა.

როგორც „მედიანიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს სწავლების შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი დასავლეთ სარდლის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა ჩაუტარა, სადაც სწავლების მნიშვნელობაზე ამოცანასა და მიზანზე ისაუბრა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში ლევან იზორიამ სწავლების ორი ლოკაცია მოინახულა და სიტუაციურ სწავლებასაც დაესწრო. სწავლება „დასავლეთის აღალი 2019“-ის მიზანი თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის ლოჯისტიკური უზრუნველყოფისა და ოპერატიულად დაქვემდებარებული ქვედანაყოფების ლოჯისტიკური ელემენტების კოორდინირებული ქმედების დახვეწა და საბრძოლო დონის ამაღლებაა.

თავდაცვის უწყების ცნობით, ლოჯისტიკას თავდაცვის ძალების სრულფასოვნად ფუნქციონირებაში მშვიდობიანობის, საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს დიდი როლი ენიჭება. სწორედ ლოჯისტიკოსების პროფესიონალიზმსა და პასუხისმგებლობაზეა არსებული მატერიალურ-ტექნიკური მარაგების ეფექტიანად მართვა.

სამხედრო წვრთნებს ასევე დაესწრნენ თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი