უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

21 მაისი, 2019 11:55
font-size

ლევან იზორია - შემოდგომაზე აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს, ჯონ რუდს შეხვდა.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

განსაკუთრებული ყურადღება აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების გზებზე გამახვილდა. ლევან იზორიას განცხადებით, ორ ქვეყანას შორის ასეთი მჭიდრო და ინტენსიური ეს თანამშრომლობა არასდროს ყოფილა.

საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამასა და საბრძოლო მომზადების ცენტრის განვითარების სამომავლო პერსპექტივებს. მხარეებმა შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებისთვის მრავალეროვნული სწავლებების ფორმატისა და მასშტაბის გაზრდის აუცილებლობაც განიხილეს.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, შემოდგომაზე აშშ-სთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება, რომელშიც პრიორიტეტული მიმართულებები გამოიკვეთება და ამით აშშ-თან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა კიდევ უფრო განმტკიცდება.

„ეს მოგვცემს საფუძველს, რომ ქვეყანა კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატო-ს და მიღწეული თანამშრომლობის მაღალი ხარისხით ქვეყანა მზად იქნება ნატო-ში გასაწევრიანებლად“, – აღნიშნა ლევან იზორიამ.

მხარეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების მოდერნიზაციისთვის და ნატო-ს სტანდარტების შესაბამისად შეიარაღებისთვის მხარდაჭერისა და თანადგომის გაგრძელების აუცილებლობის საკითხებიც განიხილეს, სადაც თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველოს აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა აქვს.

განათლების სისტემის ევროპულ სტანდარტებთან სინქრონიზაციისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა და ეს პროცესი გრძელდება - მიხეილ ბატიაშვილი

25 ივნისი, 2019 , 13:20

თბილისში აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენცია მიმდინარეობს სახელწოდებით "ფასეულობების ხელშეწყობა განათლებისა და კულტურის გზით". კონფერენცია ევროკომისარმა განათლების, კულტურის, ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებში, ტიბორ ნა

ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგი გრძელდება

25 ივნისი, 2019 , 11:30

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტ მონიტორინგს ავტომატური სადგურების საშუალებით. თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაის

არავის მივცეთ საშუალება მუსიკის მოსმენის, ცეკვის და ბედნიერების გაზიარების უფლება შეგვიზღუდონ! - Mountain Set

25 ივნისი, 2019 , 10:50

მიუხედავად იმისა, რომ ზარალი ძალიან დიდია, ყველაფერს ვიღონებთ, რომ ფესტივალი არ გაუქმდეს, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ფესტივალ Mountain Set-ის ორგანიზატორები ავრცელებენ. „ვიზიტორების და ზოგადად, ფესტი

საპროტესტო აქცია დღეს, 19.00 საათზე განახლდება

25 ივნისი, 2019 , 10:41

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია დღეს, 19:00 საათზე განახლდება. აქციის მინაწილეების განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლების მიმართ წაყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქცი

არჩილ კაიკაციშვილი: ეს მომავლის გადაწყვეტილებაა, რომელიც ზოგიერთ პარტიას და პოლიტიკოსს დღესვე ტოვებს პარლამენტს მიღმა

25 ივნისი, 2019 , 00:02

საქართველო სწორად პასუხობს პოლიტიკური სისტემის გარდაქმნის საზოგადოებრივ დაკვეთას და ქვეყანის დემოკრატია ამ გზაზე კვლავ რჩება სამაგალითო. ხელისუფლების გადაწყვეტილება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული ს

მარტო ერთეულები არ უნდა ვიყოთ იმ ადგილას, სადაც ვიყავით -18 წლის გოგო, რომელმაც აქციის დაშლისას თვალი დაკარგა, საავადმყოფოდან გამოწერეს

24 ივნისი, 2019 , 17:15

20 ივნისის დარბევის დროს დაშავებული გოგონა საავადმყოფოდან გამოწერეს. მაკო გომურმა, კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. "მადლობა" - ამ შეძახილებით დახვდნენ მას მეგობრები და გულშემატკივრები შენობის ეზოში. „ახალა ძალი