უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 იანვარი, 2017 13:55
font-size

ლევან იზორია სტოკჰოლმში შვედ კოლეგას შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი სკანდინავიის ქვეყნებში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ლევან იზორია ფინეთის შემდეგ შვედეთის სამეფოს ეწვია.

შვედეთის სამხედრო აკადემიაში „კარლბერგში“ ქართული დელეგაციის დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი საქართველოსა და შვედეთის სახელმწიფო ჰიმნების ფონზე გაიმართა. ლევან იზორიას შვედმა კოლეგამ პიტერ ჰულტქვისტმა უმასპინძლა. შეხვედრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა კოლეგას მადლობა გადაუხადა საქართველოს შეიარაღებული ძალების ოცეულის მხარდაჭერისთვის, რომელიც უახლოეს მომავალში ევროკავშირის ეგიდით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე საწვრთნელ მისიაში ჩაერთვება.

მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გეგმები განიხილეს და ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შვედეთის სამეფოსა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში ნაყოფიერი პარტნიორობა აკავშირებთ. ლევან იზორიას განცხადებით, ქართული მხარე მზად არის შვედეთის სამეფოსთან პარტნიორობა კიდევ უფრო გააფართოვოს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველო და შვედეთი უელსის სამიტზე მიღებული გაძლიერებული შესაძლებლობების ინიციატივის ფორმატში რეგულარულად მიიღებენ მონაწილეობას პოლიტიკურ კონსულტაციებსა და სტრატეგიულ დისკუსიებში.

ურთიერთთანამშრომლობის ფორმატის განხილვისას ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სწრაფვისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების პარალელურად, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში საქართველოს პარტნიორი ქვეყნების აქტიური ჩართულობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ კონტექსტში კი, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა 2017 წლის თებერვლიდან ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში შვედი ექსპერტის ჩართულობაზე, რომელიც ქართველ კოლეგებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, შვედ ექსპერტებთან კონსულტაციები არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმების წარმატებით განხორციელებისთვის და ქართველ სამხედროებს საუკეთესო გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობას აძლევს, მათ შორის სამხედრო განათლების კუთხითაც. გარდა ამისა, შვედეთის სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ნატოს ნდობის ფონდის უტილიზაციის პროექტს, რომლის ფარგლებშიც შვედი ინსტრუქტორები ქართველ სამხედრო ინჟინრებს წვრთნების ჩატარებაში უწევენ დახმარებას. თავის მხრივ, კი ქართულმა მხარემ შვედი სამხედროები 2018 წელს დაგეგმილ ნატო-საქართველოს სწავლებაში მონაწილეობისთვის მიიწვია და სამთო კურსების გასავლელად საჩხერის სამთო მომზადების სკოლა შესთავაზა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მინისტრებმა განხილული საკითხები შეაჯამეს და საქართველოსა და შვედეთის საერთო ინტერესებზე გაამახვილეს ყურადღება. „შვედეთის თავდაცვის მინისტრთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენი ქვეყნები, ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად, მსგავსი საფრთხის წინაშე დგანან, რაც გვავალდებულებს იმას, რომ ამ საფრთხეებს ერთი მიდგომით, ერთი კონცეფციით გავუმკლავდეთ. მხედველობაში მაქვს ტერიტორიული თავდაცვის კონცეფცია, ტოტალური ჩართვის კონცეფცია. შესაბამისად, გვაინტერესებს შვედების გამოცდილება ამ მიმართულებით. მათ შეიმუშავეს ძალიან საინტერესო სტრატეგია მომავალი 4 წლისთვის და ბევრი თანხვედრაა ჩვენსა და მათ სტრატეგიას შორის,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.

„ჩემს ქართველ კოლეგასთან ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა. ჩვენ ორივე პატარა ქვეყნებს წარმოვადგენთ, რომლებიც საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებს ეფუძნება. ჩვენ მომავალში გავაღრმავებთ ორმხრივ თანამშრომლობას. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ კიბერთავდაცვის, ჰიბრიდული ომისა და უსაფრთხოების საკითხები“, - განაცხადა პიტერ ჰულტქვისტმა.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაციამ შეხვედრა გამართა შვედეთის სამეფოს შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან, გენერალ მიკაელ ბიდენთან. ხვალ კი ლევან იზორია შვედეთის სამეფოს პარლამენტის - რიკსდაგის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრას გამართავს.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი