უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

16 ნოემბერი, 2016 16:45
font-size

ლევან კალანდაძე ლარის კურსის გამყარებას დეკემბრისთვის ელოდება

ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე ლარის კურსის გამყარებას დეკემბრისთვის ელოდება.

როგორც მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ნოემბერი სპეციფიკური თვეა, რადგან იმპორტიორები ცდილობენ სასაქონლო მარაგები წინასაახალწლო ვაჭრობისთვის გაზარდონ.

,,დეკემბერთან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინები მაქვს, რადგან იმპორტიორების მიერ ნოემბერში დაგროვილი მარაგი დახლებზე მოექცევა და საზოგადოებას მოხმარება გაეზრდება. ასევე, წლის ბოლოს ორგანიზაციებს სავადოები უდგებათ, მათ ბიუჯეტის წინაშე ვალდებულებები აქვთ შესასრულებელი და მათაც ეზრდებათ ლარზე მოთხოვნა. ასევე, მოსალოდნელია, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციიდან ტრანშები განხორციელდეს დეკემბერში, ამ თვალსაზრისით სავალუტო შემოდინებები გაიზრდება. ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინებით, ლართან დაკავშირებით ოპტიმისტური მოლოდინი მაქვს და შესაძლებელია გამყარების ტენდენცია ვნახოთ. იანვრის თვიდან, ლარის კურსის გამყარების შენარჩუნება იმ ღონისძიებებზეა დამოკიდებული, რაც მთავრობის ადმინისტრაციამ დააანონსა",- განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.

ლევან კალანდაძე იზიარებს მთავრობის მოსაზრებას, რომ ლარის კურსის ვარდნის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორი ვალუტასთან მიმართებაში ნეგატიური მოლოდინების შექმნა გახდა.

"საზოგადოებრივი განწყობები სერიოზული მაპროვოცირებელია როგორც გაუფასურების, ასევე დასტაბილურების პროცესში. რამდენი პროცენტია საზოგადოებრივი განწყობები ლარის რყევის ფაზაში, ამის თქმა ძნელია, თუმცა ფაქტია, რომ საზოგადოებრივ განწყობას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს არ არის ისეთი მინიმალური, რომ მას ყურადღება არ მიექცეს",- განაცხადა ლევან კალანდაძემ.

ეკონომიკის ექსპერტი ფიქრობს, რომ ეროვნული ვალუტის კურსის დასტაბილურების მიზნით, იმპორტზე კონკრეტული რეგულაციები უნდა დაწესდეს და ადგილობრივი ბიზნესგარემო შეიცვალოს.

ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ის ინსტრუმენტები, რომელიც უზრუნველყოფს სავალუტო ნაკადებზე მოთხოვნა-მიწოდების კორექტირებას. ადგილობრივ ბიზნესგარემოზე ორიენტირებული პოლიტიკის არათუ შენარჩუნება, არამედ გაძლიერება მოუწევს მთავრობას. ჩვენ თუ გვინდა, რომ ქვეყანაში იმაზე მეტი ვალუტა შემოდიოდეს, ვიდრე შემოდის და გადიოდეს იმაზე ნაკლები, ვიდრე ახლა გადის, ამას ექსპორტზე ორიენტირებული წარმოება და იმპორტირებული პროდუქტის ადგილობრივით ჩანაცვლება სჭირდება“,- განაცხადა ლევან კალანდაძემ.

ექსპერტი იმედოვნებს, რომ დეკემბრის პირველ დეკადაში 2017 წლის ბიუჯეტის პროექტს სრულყოფილი ხასიათი ექნება, სადაც მთავრობის მიერ დაანონსებული ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება აისახება.

ცნობისათვის: საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის შედეგად, გეგმავს რიგი კომპლექსური ზომების გატარებას.

ნინო ექვთიმიშვილი

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა

18 მარტი, 2024 , 13:04

მსოფლიო ბანკის შესყიდვის პროცედურების მიხედვით, ანაკლიის პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტირების და სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი