უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

27 სექტემბერი, 2019 13:00
font-size

ლევან კარანაძე ICAO-ს მეორმოცე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის რიგით მეორმოცე, საიუბილეო ასამბლეის პირველი პლენარული სესიის ფარგლებში, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი ლევან კარანაძე ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს.

ოთხი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატები (ქუვეითი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, საქართველო და კორეის რესპუბლიკა) ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელმა წარადგინა. ასამბლეამ წარმოდგენილ კანდიდატებს ერთხმად დაუჭირა მხარი.

ICAO-ს ასამბლეა წარმოადგენს ორგანიზაციის სუვერენულ ორგანოს, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ საბჭოს ინიციატივით იკრიბება და სამოქალაქო ავიაციის სფეროში, მომავალი სამი წლის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს განსაზღვრავს.

ასამბლეაზე წარმოდგენილია ICAO-ს 193 წევრი სახელმწიფო, საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციები და ინდუსტრიის მსხვილი წარმომადგენლები. მიმდინარე საიუბილეო ასამბლეის ფარგლებში, გაიმართება ICAO-ს საბჭოს ახალი წევრების არჩევნები, ასევე დელეგატები განიხილავენ ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის ტექნიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებს.

საქართველოს წარმომადგენელი ICAO-ს ასამბლეის ფარგლებში პირველად იქნა არჩეული. ლევან კარანაძის ვიცე-პრეზიდენტის პოზიციაზე არჩევას, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთვის ICAO-ს საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური სერტიფიკატების გადმოცემა უძღოდა წინ.

„ICAO-ს ასამბლეა ისტორიული მნიშვნელობისაა ჩვენი ქვეყნისთვის. ფრენების უსაფრთხოების და საავიაციო უშიშროების ზედამხედველობის კუთხით გატარებული მნიშვნელოვანი რეფორმებისა და მიღწეული მაღალი შედეგებისთვის გადმოგვეცა ორი სერტიფიკატი, ასევე საქართველოს კანდიდატურა მხარდაჭერილი იქნა ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე. აღნიშნული წარმოადგენს სამოქალაქო ავიაციის სფეროში ჩვენი მიღწევების და დასახული კურსის აღიარებას საერთაშორისო დონეზე,“- განაცხადა ლევან კარანაძემ.

ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს.

მმართველმა პარტიამ ძალიან ცინიკური გათვლა გააკეთა - მაიკლ კარპენტერი

19 ნოემბერი, 2019 , 12:40

"მმართველმა პარტიამ, როგორც ჩანს, გააკეთა ძლიერ ცინიკური გათვლა იმაზე, რომ მას შეუძლია უკან წაიღოს საკუთარი პირობა და ის, რომ საჭირო ხმათა უზრუნველყოფა არ მოხდა, პარტიის შიგნით არსებული უთანხმოების მიზეზით ახსნას", - ამბ

ირანში აქციების დროს შეტაკებისას 12 ადამიანი დაიღუპა

18 ნოემბერი, 2019 , 11:55

ირანში მასშტაბური საპროტესტო აქციები გრძელდება. „ნიუ იორკ თაიმსის“ ინფორმაციით, ბოლო სამი დღის მანძილზე, სამართალდამცავებთან შეტაკებების დროს სულ ცოტა 12 ადამიანი დაიღუპა და ასობით დაშავდა. დაკავებულია 1000-ზ

როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში

12 ნოემბერი, 2019 , 15:00

ისრაელში საქართველოს საელჩო მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში მოცემულია ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცნენ ისრაელში განგაშის სიგნალის ამოქმედების შემთხვევაში. "მოქალაქეთა საყურადღებოდ! გთხოვთ,

პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ

12 ნოემბერი, 2019 , 12:00

პუტინი და ზელენსკი ერთმანეთს შესაძლოა ყაზახეთში შეხვდნენ. პირისპირ შეხვედრის ინიციატივა ყაზახეთის ექსპრეზიდენტს ნურსულთან ნაზარბაევს ეკუთვნის. ნაზარბაევი უკრაინის და რუსეთის პრეზიდენტებს ტელეფონით უკვე ესაუბრა. მისი ინფო

ბოლივიის პრეზიდენტი გადადგა

11 ნოემბერი, 2019 , 10:40

ბოლივიის პრეზიდენტი 14-წლიანი მმართველობის შემდეგ თანამდებობიდან გადადგა. ევო მორალესმა მოსახლეობას გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიით აცნობა. თანამდებობები დატოვეს ბოლივიის ვიცე და სენატის პრეზიდენტებმაც. მომიტინგეები პ

ირანში ძლიერ მიწისძვრა მოხდა

8 ნოემბერი, 2019 , 10:35

ირანში 5.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. სტიქიას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 120-ზე მეტი. გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, თავრიზიდან 156 კილომეტრში, 62 კ