უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 აპრილი, 2018 14:05
font-size

ლევან ხაბეიშვილი ვახტანგ შაქარიშვილის დაჯარიმებას მოითხოვს

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ხაბეიშვილი საჯარო სამსახურის ეროვნულ ბიუროს საჩივრით მიმართავს და საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატ ვახტანგ შაქარიშვილთან დაკავშირებით საქმის შესწავლას მოითხოვს.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მან უწყებაში ის დოკუმენტი წარადგინა, რომლის მიხედვით, შაქარიშვილის მეუღლის კომპანია „რეკ-დ“-ის თბილისის მერია ხელშეკრულებებს ტენდერის გარეშე, პირდაპირ უფორმებს.

მისი თქმით, დოკუმენტების მიხედვით, ჯამში კომპანიისთვის 200 ათას ლარზე მეტია გადარიცხული.

ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საჭიროა „ქართული ოცნების“ დეპუტატის ქმედებით დაინტერესდეს ასევე მთავარი პროკურატურაც.

„ის, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატს აფინანსებდნენ თბილისის ბიუჯეტიდან, დასტურდება დოკუმენტაციით; შემოსული თანხები მას არ ჰქონდა ასახული დეკლარაციაში და ეს დასტურდება კონკრეტული დოკუმენტაციით; ის, რომ ყველაზე აგრესიულ დეპუტატს ჩვენი მოქალაქეების სახსრებიდან ურიცხავენ ასიათასობით ლარს, ესეც დასტურდება დოკუმენტაციით. არაფერი დარჩენია საჯარო სამსახურის ბიუროს გარდა იმისა, რომ ეს საქმე კანონის შესაბამისად ბოლომდე მიიყვანოს. კონკრეტული ადამიანის, ამ შემთხვევაში, ვახტან შაქარიშვილის დაჯარიმება მოხდეს კანონის შესაბამისად“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების მოთხოვნით ხაბეიშვილი პროკურატურასაც მიმართავს.

„მნიშვნელოვანია პროკურატურამ გამოიძიოს როგორ და რისთვის მისცეს ვახტანგ შაქარაშვილის მეუღლეს ბიუჯეტიდან ტენდერის გარეშე 200 ათას ლარზე მეტი. ეს არის საახალწლო ღონისძიებებისთვის ერთჯერადად გამოყოფილი თანხა.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი