უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 მარტი, 2018 14:25
font-size

ლევან ხაბეიშვილის მიერ საკრებულოს სხდომის დატოვებას სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა პროტესტის ნიშნად დატოვა საკრებულოს გარემოს დაცვისა და ურბანული დაგეგმარების გაერთიანებული კომისიების სხდომა, სადაც მიწის ნაკვეთების ზონალური ცვლილებები განიხილებოდა. საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ხაბეიშვილი შოუს მოწყობაში დაადანაშაულა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ხაბეიშვილის განმარტებით, ის არცერთი კომისიის სხდომას არ დაესწრება, სანამ არ იქნება მიღებული თბილისის გენერალური გეგმა.

„მარტივი მიზეზით, სანამ არ იქნება გენერალური გეგმა მიღებული, მანამ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები დედაქალაქში არ უნდა წყვეტდნენ, სად, რა კოეფიციენტი უნდა მოიმატოს, სად უნდა გაუქმდეს რეკრეაციული ზონა. სადაც დღის წესრიგში ასეთი საკითხები იქნება, სადაც განიხილავენ, მათ შორის ზონალურ ცვლილებებს, მე პროტესტის ნიშნად, არცერთ კომისიის სხდომას არ დავესწრები“, – განაცხადა ხაბეიშვილიმა.

მან აღნიშნა, რომ გენგეგმის მიღება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია.

ხაბეიშვილის რეაქციას გამოეხმაურა ურბანული დაგეგმარების კომისიის თავმჯდომარე რევაზ სოხაძე. მისი თქმით, აღნიშნული დოკუმენტი არ არეგულირებს იმ საკითხებს, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატი აპროტესტებს.

თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საჯარო განხილვა გუშინ გაიმართა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე, მერობის ყოფილი კანდიდატები, დარგის სპეციალისტები და ურბანისტები ესწრებოდნენ. თბილისის მერიამ გეგმასთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები წარადგინა. თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ შეიძლება განახლებულად ჩაითვალოს, რადგან მისი შემუშავებისას არ ყოფილა გათვალისწინებული რიგი საკითხები, მათ შორის კერძო საკუთრების ცნება.

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ და აყენებინებენ მოთხოვნას, არ მინდა ფულთან დაკავშირებით ინფორმაციის ცოდნა, არ მინდა, სუვერენიტეტი იყოს მყარი - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:46

საზოგადოების ნაწილი გამოჰყავთ რუსთაველზე და აყენებინებენ მოთხოვნას, არ გვინდა, გვქონდეს ინფორმაცია, ვინ რაში ხარჯავს ფულსო, აბსურდი და პარადოქსია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობა

კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი, კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას - ირაკლი კობახიძე

17 აპრილი, 2024 , 18:35

საპარლამენტო განხილვამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ კანონპროექტის ოპონენტებს არ აქვთ არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ, სინამდვილეში კანონი არის ევროპული, რადგან ეფუძნება ერთ-ერთ უმთავრეს ევროპულ ღირებულებას, ეს არის სწ

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს

17 აპრილი, 2024 , 15:40

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავებ

ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე

17 აპრილი, 2024 , 14:54

დამოუკიდებელი დეპუტატი გრიგოლ ვაშაძე პარლამენტს ტოვებს. „ბევრ დროს არ წაგართმევთ. კანონპროექტის, რომელსაც დასახასიათებლად რა გეოგრაფიული დეფინიციაც არ უნდა მოუნახო რუსეთიდან ზიმბაბვემდე, არსებობას და მით

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო

17 აპრილი, 2024 , 14:33

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დარბაზი კენჭისყრამდე, სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ დატოვეს. „უცხოური გავ

`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს

17 აპრილი, 2024 , 13:30

"საქართველოსთვის" დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად, სხდომათა დარბაზი დატოვეს, სადაც ამ წუთებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს:  "თქვენ ხართ ადამია

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი