უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

5 ოქტომბერი, 2018 11:40
font-size

ლევან ყიფიანი იქამდე მიიყვანეს, რომ რაღაც გაუგონარ სისულელეს ალაპარაკებენ - გიგი უგულავა

თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის განცხადებას ეხმიანება.

როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, ლევან ყიფიანი არის სისტემისგან განადგურებული ადამიანი.

„რასაც ჩვენ ვუყურეთ, როგორი გამომეტყველებაც ჰქონდა ყიფიანს, სწორად გამიგეთ რას ვადარებ, ეს იყო განადგურებული ადამიანი. ეს ადამიანი ახლა არის სისტემისგან განადგურებული. აბსოლუტურად ნულოვან სიმპათიას იწვევს ეგეც, ოქუაშვილიც, რადგან ჩვეულებრივად მაფიური გარჩევის წევრები იყვნენ, მაგრამ ორივეს უფლება უნდა დავიცვათ, ორივეს გვერდით უნდა დავუდგეთ. მაგრამ ახლა სხვა რამეს ვამბობ, ყიფიანი ასე დაჩაგრა სისტემამ. არ მოგვწონდა მაშინ, როდესაც სისტემა ჩაგრავდა. სისტემისგან განადგურებული ბევრი ადამიანი იყო.

ლევან ყიფიანი იქამდე მიიყვანეს, რომ რაღაც გაუგონარ სისულელეს ალაპარაკებენ. ეს არის პრობლემა და აქედან დასკვნა უნდა გამოვიტანოთ – მარტო ხელისუფლების ცვლილება სამართლიანობის დამკვიდრებას, სამართლიანი წესების დამკვიდრებას არ იწვევს, რადგან ამაზე დიდი ცვლილება ვერ მოხდება საქართველოში. ამ პირობებში ჩვენ ვხედავთ, რომ რეპრესიული სისტემა ისევ ადგილზეა, ცოტა ვეგეტარიანული გახდა რაღაც თვალსაზრისით. განსხვავება ისაა, რომ წერტილოვანი გახდა, რაც უფრო დრომ მოიტანა. დრო თავის კორექტივებს ახდენს, ეს არ მოუტანია ივანიშვილს.

რა ადამიანზე ორიენტირებული არიან, ყიფიანზეა ორიენტირებული მთავრობა, რაც ვიხილეთ?!

გაუბედურებული, განადგურებული ადამიანი, დაშლილი ადამიანი, რომელიც რას ბოდავდა, თვითონაც არ იცოდა. ეს არის ადამიანზე ორიენტირებული სისტემა?! ძალადობა არასდროს არის კარგი.

ნახეთ, როგორ გადაადგილდება ეს ფარცხალაძე, კადიროვივით გადაადგილდება ქუჩაში, 30 მანქანით, შავი ჯიპებით, ავტომატებით. ვინ? ბოტასების ქურდი!“ – განაცხადა გიგი უგულავამ.

საკვანძო სიტყვები:

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ სახელმწიფომ მოკლა „ციხის ბუნტის“ დროს პატიმრები - ანრი ოხანაშვილი

25 მაისი, 2020 , 15:17

საინტერესოა, რას ეტყვიან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები „ციხის ბუნტის“ საქმეზე იმ ადამიანებს და მათ ოჯახებს, რომელთა საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოხლის

მთელი მსოფლიოს აზრი ცნობილია ანაკლიაზე და „ქართული ოცნების’’ მავნებლურ, ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკაზე - გრიგოლ გეგელია

22 მაისი, 2020 , 17:45

„ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ გეგელიას განცხადებით, სავალალოა, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე უკეთ სხვა სახელმწიფოებს ესმით ის თუ, რა არის საუკეთესო ჩვენი ქვეყნისთვის. გეგელიას განცხადებით, ევროპარ

ნატო ჩხეიძე: კაცს რომ დამპყრობელი არგონავტები ჩვენი სამშობლოს სიმბოლო ჰგონია, რა გასაკვირია, პარლამენტის რიგიანი მუმაობა მასკარადი ეგონოს

22 მაისი, 2020 , 14:17

დამოუკიდებელი დეპუტატი ნატო ჩხეიძე პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას: „ჩვენ გუშინ აღმოვაჩინეთ, რომ გაგვეხსნა ახალი ფრონტი, პოლიტიკური მასკარადის სახით“, სოციალურ ქსელში ეხმაურება.  „სერიი

დიდი მადლობა ირაკლი კობახიძეს კომპლიმენტისთვის - გიგა ბოკერია

21 მაისი, 2020 , 17:13

„გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ ადამიანი ყველა საქმეში, რაშიც არის, უნდა ეცადოს, რომ იყოს პირველი, თუ გოიმი ხარ, ჯობია ნომერ პირველი გოიმი იყო,“ – ასე გამოეხმაურა პარტია „ევროპული საქართველოს“

გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი ამ გოიმების სპექტრში - ირაკლი კობახიძე

21 მაისი, 2020 , 16:50

„საქართველოში არ არის ადამიანი, ვინც არ იცის, რა არის გოიმობა და ასევე საზოგადოებამ იცის, რას ნიშნავს გოიმური ქცევა, გოიმური საუბარი. ეს ყველაფერი ვნახეთ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში რამდენიმე დღის წინ

ვფიქრობ, პარტიებმა იციან, 8 მარტის შეთანხმება რასაც გულისხმობს - აშშ-ის ელჩი

20 მაისი, 2020 , 16:49

იმ საქმესთან დაკავშირებით საუბარი, რომელზეც სასამართლო პროცესი ჯერ არ დასრულებულა, სწორად არ მიმაჩნია. ვფიქრობ, 8 მარტის შეთანხმება თავის სათქმელს თვითონ ამბობს,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელ