უახლესი ამბები
- 25.04.2024 13:43საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს
- 25.04.2024 13:21ეს არ არის ჩვეულებრივი არჩევნები და არ შეიძლება მოვიქცეთ ჩვეულებრივად, ჩვენ გვჭირდება ერთიანი სია - მიხეილ სააკაშვილი
- 25.04.2024 12:59საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიის და ლიეტუვის უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, ფართომასშტაბიანი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 25.04.2024 11:11ჩვენ არ გვინდა ევროპა ქრისტიანობის გარეშე, ევროპა, სადაც სქესი არჩევითია, გვინდა ევროპა, რომელმაც იცის სუვერენიტეტის, იდენტობის, დემოკრატიის, ღირსებისა და ქრისტიანული მორალის ფასი - „ხალხის ძალა“
- 25.04.2024 10:43ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს, ხოლო ერთი ამხილეს
არქივი
პოლიტიკა
ლევან ყიფიანის განცხადებამ ცეცხლზე ნავთი დაასხა და შეამცირა ნდობა საჯარო ინსტიტუტებისადმი - დავით უსუფაშვილი
„შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა ლევან ყიფიანის განცხადებებს „ცეცხლზე ნავთის დასხმა“ უწოდა. უსუფაშვილის შეფასებით, ყიფიანის განცხადებები კიდევ უფრო ამცირებს ნდობას საჯარო ინსტიტუტებისადმი.
„ყიფიანის განცხადების იმ ნაწილმა, „რომ მე რაღაც შოუში ვმონაწილეობდი და სპექტაკლი დავდგით ერთად ოქუაშვილთანო“, მხოლოდ ცეცხლზე ნავთი დაასხა და შეამცირა ნდობა საჯარო ინსტიტუტებისადმი, ვინაიდან საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრი გეუბნებოდეს იმას, რომ ამ ტიპის სპექტაკლებში მონაწილეობდა და სჯეროდეს იმის, რომ მოსახლეობა ამას დაიჯერებს. კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ ხელისუფლება სწრაფადაა შესაცვლელი“,-განაცხადა უსუფაშვილმა.
ცნობისთვის, გუშინ ლევან ყიფიანმა საქალაქო სასამართლოში „ომეგას“ საქმეზე გამოქვეყნებული ჩანაწერების შესახებ დაკითხეს. მიცემული ჩვენების შემდეგ ყოფილმა მინისტრმა განაცხადა, რომ აღნიშნული აუდიოჩანაწერები მან და „ომეგა ჯგუფის“ მფლობელმა ზაზა ოქუაშვილმა დადგეს, რათა კომპანიის უცხოელი პარტნიორებისთვის ეჩვენებინათ. ყიფიანის თქმით, ოქუაშვილმა სთხოვა ამ აუდიოფირების ჩაწერა, რათა დაერწმუნებინა უცხოელი პარტნიორები, რომ საქართველოს ხელისუფლება წნეხს ახორციელებდა მასზე და მოხდებოდა იმ ვალდებულებების გადავადება, რომელიც პარტნიორებთან გააჩნდა.