უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

24 თებერვალი, 2018 17:35
font-size

ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს - სუს-ი

საოკუპაციო ძალების მიერ გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებული ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს. ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა.

არსებული ინფორმაციით, ისინი ოკუპირებულ ახალგორში იმყოფებიან.

სუს-მა მოუწოდა საოკუპაციო ძალებს, არ შეუშალონ ხელი გათავისუფლებულებს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასასვლელად.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რუსეთის საოკუპაციო ძალებს და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, რომ ზემოთ ხსენებულ პირებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის პროცესში არ შეუქმნას რაიმე ტიპის ხელოვნური ბარიერი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ე.წ. ცხელი ხაზის მეშვეობით დე ფაქტო ხელისუფლებასთან ასევე აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენების საკითხზე“, - წერია განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს საოკუპაციო ძალებმა ახალგორის რაიონში არჩილ ტატუნაშვილთან ერთად ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დააკავეს. მომდევნო დღეს ოსურმა მედიამ დაწერა ტატუნაშვილის ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვალების შესახებ. ოსური მხარე ამტკიცებდა, რომ ტატუნაშვილმა დროებითი განთავსების იზოლატორში გადაყვანისას პოლიციელისგან იარაღის წართმევა სცადა, რის გამოც ფიზიკურად გაუსწორდნენ და ის კიბეებზე დაეცა. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა გულის მწვავე უკმარისობით.

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით კი არჩილ ტატუნაშვილი იზოლატორში მოკვდა და ის უკვე გარდაცვლილი გადაიყვანეს ცხინვალის საავადმყოფოში. ის ნაცემი იყო.

ნატო ჩხეიძე: ომიც რა არის ამაზე მეტი

15 სექტემბერი, 2020 , 17:30

„ომი არ ყოფილა ჩვენს დროსო, ბრიყვული მედიდურობით რომ აცხადებენ ეს ჩვენი პრემიერები და მინისტრები, ომიც რა არის ამაზე მეტი“, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში პარლამენტარი, მოძრაობა „სახელმჭიფო ხალხისთ

სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა - სუს-ი

12 სექტემბერი, 2020 , 17:06

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა &bdq

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ოკუპაციის დასრულებაში დაეხმარება - ვენდი მორტონი

10 სექტემბერი, 2020 , 11:50

ვენდი მორტონმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოსთვის 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ დაწერა. დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს თანხა რუსეთის მხრ

კარლ ჰარცელი - მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, იფიქროს ჰუმანიტარულ პრობლემებზე და ოძისის გამშვები პუნქტი გახსნას

4 სექტემბერი, 2020 , 15:40

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ერთი წელი გადის, რაც ოძისის გამშვები პუნქტი ჩაკეტილია. ელჩის თქმით, აღნიშნული ფაქტი მიუღებელია, უარესდება ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება, რაც შეშფოთებას იწვევს.

ოკუპანტებმა სოფელ ყარაფილასთან სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს

2 სექტემბერი, 2020 , 14:35

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ისევ გამოჩნდნენ სოფელ ყარაფილასთან, სადაც ე.წ. საზღვრის სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. ამის შესახებ "მთავარი არხი" იტყობინება. ოკუპანტებმა ხნულების გავლების პროცესი გუშინ, 1 სექტემბ

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა

2 სექტემბერი, 2020 , 11:30

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. სახელმწიფო მინისტრმა გამყოფი ხაზის სოფლებში - ატოცში, დვანშ