უახლესი ამბები
არქივი
კონფლიქტის ზონა


ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი დატოვეს
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად დაკავებულმა ლევან ქუტაშვილმა და იოსებ პავლიაშვილმა ოკუპირებული ახალგორი გუშინ დატოვეს.
მოგვიანებით ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის შენობაში გადაიყვანეს, სადაც გამოკითხეს.
შენობის დატოვებისას მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. პოლიციასთან ქუტაშვილს და პავლიაშვილს ახლობლები ელოდებოდნენ და მცხეთიდან ისინი სავარაუდოდ, საკუთარ სახლებში წავიდნენ.
პოლიციაში გამოკითხვამდე ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი დევნილთა და განსახლების მინისტრს სოზარ სუბარს, სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე კახაბერ საბანაძესა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე კახაბერ ქემოკლიძეს შეხვდნენ.
ცნობისათვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი,ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.
არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა. ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ცხინვალის ე.წ. ციხიდან გაათავისუფლეს, თუმცა ამ დრომდე ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. ოკუპირებული ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება მათ ახალგორის დატოვების უფლებას არ აძლევდა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ზაზა გახელაძის ოჯახი სხვილოს ციხესთან აქტივისტების დაგეგმილ აქციას არ შეუერთდება
13 თებერვალი, 2021 , 14:18
ამერიკის შეერთებული შტატები მკაცრად გმობს ზაზა გახელაძის დაპატიმრებას
12 თებერვალი, 2021 , 11:30

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ერიკ დრულევი თავისუფალია
11 თებერვალი, 2021 , 19:05

სუს-ი აფხაზეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს
11 თებერვალი, 2021 , 16:40

ზაზა გახელაძის უკანონოდ დაპატიმრების საკითხი უმაღლესი დონის კონტროლზეა აყვანილი - თეა ახვლედიანი
11 თებერვალი, 2021 , 15:35

ენგურის ხიდი გაიხსნა
11 თებერვალი, 2021 , 12:30