უკან

პოლიტიკა

27 იანვარი, 2017 17:00
font-size

ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა

„ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ აჭარის უმაღლესი საბჭო დატოვა.

როგორც ლევან ვარშალომიძე აცხადებს, დიპლომატიურ პასპორტს აჭარის უმაღლეს საბჭოს უკან გაუგზავნის.

„ბევრი კითხვა ისმოდა, თუ როდის გავა ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლესი საბჭოდან? მე უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე დოკუმენტს ხელს ოფიციალურად ვაწერ. ეს განცხადება უმაღლეს საბჭოში შევა, მაგრამ წევრობაზე უარი ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვიქნებით აჭარაში ან ბათუმში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემს ხალხს ვტოვებ. ჩვენი ადგილსამყოფელი არის პარტიის ოფისი, რომელიც ყველასთვის ღიაა. ჩემს გუნდთან ერთად აუცილებლად გავაგრძელებ ბრძოლას. გუშინ კანონმდებლობის დაცვით ავიღე დიპლომატიური პასპორტი, თუმცა დღეს ვაბარებ მას, ალბათ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე კარგად შეინახავს“, - განაცხადა ლევან ვარშალომიძემ.

ლევან ვარშალომიძე აჭარის უმაღლეს საბჭოში "ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ნომერია, თუმცა მან რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარი განაცხადა.

ნინო ექვთიმიშვილი

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი