უკან

პოლიტიკა

16 მაისი, 2021 16:49
font-size

ლევან ვასაძე პრეზიდენტს: რადგან ყველაფერს, რასაც გიბრძანებენ, როგორც ჩანს, ასრულებთ, სანამ კიდევ ერთი უბედურება არ დაგმართეს, ხომ არ ჯობია, გადადგეთ

ხელშეკრულება, რასაც ახლა მოეწერა ხელი, შარლ მიშელის თუ დანიელსონის დოკუმენტი, არის აბსოლუტური კატასტროფა და შეხედეთ, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოაწერა მას ხელი, – ასე მიმართა საზოგადოებრივი მოძრაობის – „ერთობა, რაობა, იმედი“ დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ 9 აპრილის ბაღში შეკრებილ მოსახლეობას.

„არ შეიძლება, ღირსეული ქვეყანა და ღირსეული ხალხი იმართებოდეს უცხოეთიდან. ჩვენ არ ვართ არც იმის მომხრე, რომ დასავლეთიდან ვიმართებოდეთ, არც რუსეთიდან, არც აფრიკიდან, არც თურქეთიდან, არც ირანიდან, არც არსაიდან. ჩვენ გვესმის, რომ ჩვენისთანა ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით აუცილებლად უნდა იყოს ანგარიშის გამწევი ჩვენი, მათ შორის, დიდი მეზობლებისა. ყველაფერი უნდა გააკეთოს, პირველ რიგში, დიპლომატიური გზებით და თუ საჭიროა, არა მარტო დიპლომატიური, რათა დააბალანსოს ეს ურთიერთობები, მაგრამ იმპერატიული, აბსოლუტური ფასეულობა არის ის, რომ მმართველობა ამ ქვეყნისა ეკუთვნოდეთ არა უცხოელებს, და მე არ მაინტერესებს, ისინი ამერიკელები არიან, ევროპელები, რუსები თუ ვინც გინდა, არამედ ქართველ ხალხს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვამბობთ, ის ხელშეკრულება, რასაც ახლა მოეწერა ხელი, შარლ მიშელის თუ დანიელსონის დოკუმენტი, არის აბსოლუტური კატასტროფა და შეხედეთ, მთელმა პოლიტიკურმა სპექტრმა მოაწერა მას ხელი. იმ დოკუმენტში პირდაპირ წერია, კაცო, რომ ვეღარც ხმებს დავითვლით ცესკო-ში უცხოელების გარეშე, ვეღარც მოსამართლეებს დავნიშნავთ ჩვენი ნებით ჩვენს ქვეყანაში უცხოელების ჩარევის გარეშე და ვეღარც ანტიკორუფციულ სამსახურებს გავმართავთ ჩვენი ხალხის ნებისამებრ. ეს გვინდა ჩვენ? ამიტომ ესეც შესაცვლელია. ამიტომ ესეც გასაუქმებელია. და საქართველოს უნდა დაუბრუნდეს თავისი, ღმერთისგან ბოძებული და საერთაშორისო ნორმებით აღიარებული სუვერენული უფლებები“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

ლევან ვასაძემ ასევე მიმართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და გადადგომა ურჩია.

„მინდა, ვისარგებლო ამ შემთხვევით და ვართ რა ამ მშვენიერ ბაღში, რომელიც მდებარეობს პრეზიდენტის რეზიდენციასთან ახლოს, მინდა, აქედან მივმართო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს და ვუთხრა, ქალბატონო სალომე, ქალბატონი ბრძანდებით, ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ბრძანდებით, ამიტომ, მე, რა თქმა უნდა, ყველანაირი ზრდილობისა და კორექტულობის დაცვით გავაკეთებ თქვენდამი ამ მომართვას – გვესმის, რომ იმ ფორმით, რომლითაც ამჟამად ჩვენს სახელმწიფოში არსებობს საპრეზიდენტო ინსტიტუტი, თქვენ ბევრის არაფრის უფლება გეძლევათ. მაგრამ გვაოცებს, რომ იმ უფლებების ფარგლებში მაინც, რომლებიც თქვენ გაგაჩნიათ, თქვენ არაერთხელ გადადგით ნაბიჯები, რომლებიც არცხვენს ქართველი ერის ღირსებას და ჩვენს სახელმწიფოს. მე არ ვიცი, თქვენ გაძალებენ ასეთი საშინელი რაღაცების გაკეთებას, როგორიც იქნება კრიმინალების ციხიდან უპრაგონოდ გამოშვება, თუ სხვა გადაწყვეტილებები, რომლებზეც ახლა არ მინდა ვილაპარაკო, თუ თქვენი ნებით აკეთებთ ამას, მაგრამ მინდა, ერთი რჩევა მოგცეთ, კიდევ ერთხელ, კორექტულობის დაცვით – რადგან საზღვარი არ უჩანს ამ უბედურებას ჩვენს თავს, რადგან ყველაფერს, რასაც გიბრძანებენ, როგორც ჩანს, ასრულებთ, სანამ კიდევ ერთი უბედურება არ დაგმართეს, მაგალითად, არ ჩამოიყვანეს აქ კრიმინალი მიხეილ სააკაშვილი და არ მოგცეს ბრძანება, რომ შეიწყალოთ ის ან მსგავსი სიგიჟე გააკეთოთ, ხომ არ ჯობია, ქალბატონო სალომე, რომ დაანახოთ თქვენს ხალხს, რომ თქვენც გაქვთ ღირსება, რომელსაც ხალხი თქვენგან ელოდება და წინ აღუდგეთ ამათ, ქე მაინც იმით, რომ გადადგეთ ამ დაკავებული თანამდებობიდან და აღარ შეირცხვინოთ ასე თავი თქვენი ქვეყნისა და ერის წინაშე“, – აღნიშნა ლევან ვასაძემ.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი