უახლესი ამბები
არქივი
ძებნა
ანონსები
პოლიტიკა
ლევან ვეფხვაძე ლაზიკის მშენებლობაში საფრთხეს ხედავს 25.05.2012 19:12

საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატების" წევრი ლევან ვეფხვაძე ახალი ქალაქის –– ლაზიკის მშენებლობაში საფრთხეებს ხედავს. მან ეს განცხადება პარლამენტში ლაზიკის სტატუსთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო–სახალხო განხილვის კომისიის სხდომაზე გააკეთა. მისი მოსაზრებით, საფრთხის საფუძველს ის გარემოება ქმნის, რომ ლაზიკა აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მდებარეობს, სადაც რუსული ტანკები დგას.

ვეფხვაძემ ასევე აღნიშნა, რომ ლაზიკასთან დაკავშირებით სხვა საფრთხეებიც არსებობს, რომელმაც შეიძლება, 20–25 წლის შემდეგ იჩინოს თავი. თუმცა მან სამომავლო საფრთხეები არ დააკონკრეტა.

ვეფხვაძე იმითიც დაინტერესდა, რა უქმნის ხელისუფლებას იმის ოპტიმიზმის საფუძველს, რომ ლაზიკაში ინვესტიციის განხორციელებით უცხოელი ინვესტორები დაინტერესდებიან.

აფხაზეთთან სიახლოვესთან დაკავშირებულ საფრთხეს ვერ ხედავს იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტისა და ხსენებული საკონსტიტუციო კომისიის ხელმძღვანელი პავლე კუბლაშვილი. როგორც მან ოპონენტის საპასუხოდ აღნიშნა. ასეთ ადგილას ახალი ქალაქის აშენება მეტ სტაბილურობას შექმნის.