უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

10 აპრილი, 2017 14:55
font-size

ლგბტ-პირთა უფლებრივი შეზღუდვა კიდევ უფრო წაახალისებს ჰომოფობიურ განწყობებს - არასამთავრობო ორგანიზაციები

კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის ინიციატივას ადამიანთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები უარყოფითად აფასებენ. მათი განცხადებით, ის ჰომოფობიურ კონოტაციას შეიცავს და აძლიერებს ნეგატიურ დამოკიდებულებას ლგბტ-თემის წარმომადგენელთა მიმართ.

NGO-ების აზრით, ერთსქესიანთა პირების დაქორწინების უფლების უგულებელყოფა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტს ეწინააღმდეგება, რაც ქვეყნის იმიჯზე უარყოფითად აისახება.

„კონსტიტუციაში ამ ცვლილების შეტანას ექნება მსუსხავი ეფექტი ადამიანის უფლებების მდგომარეობაზე ქვეყანაში. აღნიშნული ცვლილების მიღების შემთხვევაში კი, მისი ნეგატიური ეფექტის დაბალანსების მიზნით, აუცილებელია პარალელურად დაიწყოს საკანონმდებლო ცვლილებების პროცესი სამოქალაქო პარტნიორობის, როგორც ერთი და იმავე სქესის წყვილების სამართლებრივი აღიარების ფორმის, დასაკანონებლად.

გასული წლების განმავლობაში, ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინების კონსტიტუციური აკრძალვის თემა საქართველოში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მიერ არაერთხელ გააქტიურდა. ყოველი ასეთი შემთხვევა თავისი არსით პოპულისტური იყო და საზოგადოებაში ტრადიციების დაცვის თუ ჰომოფობიურ განწყობებზე აპელირებით და არარსებული პრობლემის ხელოვნურად წამოჭრით პოლიტიკური ქულების ჩაწერას ემსახურებოდა. საგულისხმოა, რომ არაერთი წელია, ტრადიციული ოჯახის დაცვის და ერთსქესიანი ქორწინების აკრძალვის თემებით მანიპულირება წარმოადგენს რუსული და ანტიდასავლური ნარატივის ნაწილს.

განსაკუთრებით აბსურდულია აღნიშნული ინიციატივა იმ ფონზე, როდესაც ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინება კანონმდებლობით ისედაც აკრძალულია, ხოლო ლგბტ-ჯგუფების მხრიდან ქორწინების თანასწორობის მოთხოვნა არასდროს დამდგარა. მაშინ, როდესაც საქართველოში გახშირებულია ჰომოფობიური და ტრანსფობიური დანაშაულები და სიძულვილით მოტივირებული შემთხვევები ეფექტიანად გამოძიებული არ არის, ლგბტ-პირთა უფლებების შეზღუდვის კიდევ უფრო ხისტი დემონსტრირება პიდაპირ წაახალისებს ჰომოფობიურ განწყობებს და დაამძიმებს ლგბტ-ჯგუფების უფლებრივ მდგომარეობას.

აღნიშნული საკონსტიტუციო ჩანაწერი ასევე აისახება საქართველოს საერთაშორისო იმიჯზე და არ იქნება პოზიტიურად აღქმული ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ. უკანასკნელი წლების განმავლობაში, ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სახეზეა ერთი და იმავე სქესის წყვილთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. მართალია, ქორწინების თანასწორობა არ წარმოადგენს საერთო ევროპულ სტანდარტს, მაგრამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECHR) პრაქტიკა (Vallianatos and Others v. Greece და Oliari and Others v. Italy) აჩვენებს, ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილების სამართლებრივი აღიარების ტენდენციას. 2015 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ ჰომოსექსუალი წყვილების აღიარებისთვის საჭირო სამართლებრივი ნორმების არარსებობა არღვევს კონვენციის მე-8 მუხლს - პირადი ცხოვრების და ოჯახური ცხოვრების უფლებას.

ქორწინების თანასწორობის თეორიული შესაძლებლობის კონსტიტუციური აკრძალვით, მაშინ, როდესაც არ არსებობს ერთნაირსქესიანი წყვილების სამართლებრივი აღიარების რაიმე ფორმა, საქართველო წინააღმდეგობაში მოვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სტანდარტთან. შესაბამისად, ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების ძალაში შესვლის შემთხვევაში, აუცილებელია ასევე კონსტიტუციით გარანტირებული იყოს ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილებისთვის სამოქალაქო პარტნიორობის შესაძლებლობა. მივიჩნევთ, რომ ქორწინების შესახებ კონსტიტუციის მუხლს უნდა დაემატოს შემდეგი ფორმულირება „თანაცხოვრების სხვა ფორმები რეგულირდება კანონით“.

ასეთ შემთხვევაში, ქორწინების კონსტიტუციური აკრძალვის მიუხედავად, ეს ცვლილებები არ იქნება აღქმული, როგორც უფლებრივი მდგომარეობის შეზღუდვა და უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მნიშვნელოვანი უფლებრივი გარანტირები (მემკვიდრეობისა თუ ქონებრივი უფლებები, ურთიერთრჩენის ვალდებულებები, პატიმრისა თუ ჰოსპიტალიზებული პარტნიორის მონახულების უფლება და სხვა). აღსანიშნავია, რომ მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობს ევროპაში. მაგალითად, ხორვატიამ, რომელმაც ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინება კონსტიტუციით აკრძალა, პარალელურად მიიღო კანონი ერთნაირსქესიანი წყვილების სამოქალაქო პარტნიორობის შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან ერთად, თანასწორობის რეალური უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია კონსტიტუციაში დისკრიმინაციის ამკრძალავი ნიშნების ჩამონათვალი ნათლად მოიცავდეს სექსუალურ ორიენტაციას და გენდერულ იდენტობას. იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არსებობს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ შესაბამისი მუხლის მსგავსი განმარტება, გაუგებარია, თუ რატომ არ უჭერს მხარს საკონსტიტუციო კომისია თანასწორობის უფლების ნიშნების ჩამონათვალის სრულყოფას“, - ნათქვამია ხელმომწერი არასამთავრობოო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ შემდეგი არასამთავრობო ორგანიზაციები: სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), თანასწორობის მოძრაობა, ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო (OSGF), ადამიანის უფლებათა ცენტრი, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მედიის განვითარების ფონდი (MDF), საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), კავშირი „საფარი“ და ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG).

ანა მებურიშვილი

მთელი გულით ვლოცულობ საქართველოსთვის ღვთის მადლის სიუხვისათვის - რომის პაპი

26 მაისი, 2020 , 21:15

რომის პაპი ფრანცისკე საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. რომის პაპი ქართველებს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს. &

არაერთ თანამემამულეს, გულსა და გონებაში აქვს გავლებული მავთულხლართები და უჭირს გაარჩიოს მტერი და მოყვარე - მეუფე მელქისედეკი

26 მაისი, 2020 , 17:45

მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკ (ხაჩიძე) მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „1918 წლის 26 მაისს, სწორედ ამ დღეს წერდა გაზეთი „საქართველო“- ,,საქართველოს დამოუკიდებლო

მე-12 საუკუნის ოთხთავს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში რესტავრაცია უტარდება

26 მაისი, 2020 , 17:34

იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივი“ ლახამულის ოთხთავის რესტავრაციას იწყებს. სოფელ ლახამულის რამდენიმე წარმომადგენელთან ეროვნულმა არქივმა მიღება-ჩაბარების აქტი

27 მაისს საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში ინდოეთიდან დაბრუნდებიან

26 მაისი, 2020 , 17:25

  საქართველოს მოქალაქეები ინდოეთში, რომლებსაც სირთულეები შეექმნათ კორონავირუსის გავრცელების შედეგად და ვერ ახერხებდნენ სამშობლოში დაბრუნებას დაწესებული შეზღუდვების გამო, ინდოეთში საქართველოს საელჩოს დახმარებით და ინ

კახა კოჟორიძე კახა კალაძეს: რატომ არის პარლამენტის შენობასთან ტერიტორია თვეების განმავლობაში შემოღობილი

26 მაისი, 2020 , 17:01

„ლელო საქართველოსთვის“ წევრს, კახა კოჟორიძეს დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან კითხვა აქვს, რატომ არ დასრულდა თვეების განმავლობაში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან სარეაბილიტაციო სამუშაოები. კოჟო

„გადარჩენის პარკი” - დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ

26 მაისი, 2020 , 16:48

დახურული კლუბებისა და ბარების წარმომადგენლები განცხადებას ავრცელებენ, რომელშიც აღნიშნულია, რომ პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე შექმნილი ვითარება მძიმედ აისახა სექტორზე. ისინი სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. &bdquo