უკან

საზოგადოება

16 ივნისი, 2017 16:20
font-size

ლიბერალურმა მიდგომამ შესაძლოა მარიხუანის მომხმარებელთა რიცხვი გაზარდოს - დიმიტრი ხუნდაძე

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დიმიტრი ხუნდაძე მთავრობის ინიცირებულ კანონპროექტს „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ არ იზიარებს.

როგორც დეპუტატმა მარიხუანასთან დაკავშირებული კანონპროექტის განხილვისას პარლამენტში განაცხადა, ლიბერალურმა მიდგომამ შესაძლოა, მარიხუანის მომხმარებელთა რიცხვი გაზარდოს.

მისი აზრით, ასევე, აუცილებელია კანონში არა მხოლოდ წონის, არამედ მარიხუანაში შემავალი ნარკოტიკული თრობის გამომწვევი ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველობის განსაზღვრა.

„არ შეიძლება, მარიხუანას საზოგადოებრივი საშიშროება აიწონოს მხოლოდ მისი წონადობით. აუცილებელია მასში შემავალი ტეტრა-ჰიდრო-კანაბინოლის პროცენტული შემცველობა განისაზღვროს. ეს არის ნარკოტიკული თრობის გამომწვევი ფსიქოაქტიური ნივთიერება, რომელიც საკმაოდ მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ადამიანის ჯანმრთელობას. მარიხუანას ნარკოტიკული თრობის განმსაზღვრელი ნივთიერების კონცენტრაცია აუცილებელია განისაზღვროს ზუსტად. რატომ? იმიტომ, რომ ერთი და იგივე ნივთიერებაში - მარიხუანაში შეიძლება იყოს განსხვავებული რაოდენობა ამ მოქმედი ნივთიერების“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მისივე თქმით, ეს არის ზეპარტიული თემა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საკითხი.

,,მოვუწოდებ ყველას, ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომ მინიმუმ ბოდიშის მოხდა არ მოგვიწიოს ან სასწრაფოდ კანონის შეცვლა“, - ამ სიტყვებით მიმართა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტს.

კუს ტბის საბაგირო გზამ მგზავრების მომსახურება განაახლა

11 ივლისი, 2020 , 10:30

თბილისის მერიის ინფორმაციით, პანდემიის გამო ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები მუნიციპალური ავტობუსებისა და თბილისის მეტროს შემდეგ, კუს ტბის საბაგირო გზისთვისაც მოიხსნა. საბაგირო გზა დღეიდან მგზავრებს ჩვეულ რეჟიმში მოემსა

პირველკლასელთა რეგისტრაციის მეოთხე ეტაპი 13 ივლისიდან დაიწყება და 31 აგვისტოს დასრულდება

11 ივლისი, 2020 , 10:30

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპის ვადები შეიცვალა. განათლების სამინისტროს ი

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ

10 ივლისი, 2020 , 18:54

„ვისოლი“ და „უნიქარდი“ თანამშრომლობის 10 წლის იუბილეს აღნიშნავენ და ერთგულებისათვის ჯილდოდ მომხმარებლებს საიუბილეო სიურპრიზებს სთავაზობენ. 11 - 12 ივლისს, შაბათ-კვირას, „ვისოლი“ უნიქარ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0624 ლარი გახდა

10 ივლისი, 2020 , 17:40

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0624 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0624 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გრადამ 14 სართულიანი კორპუსი ააშენა

10 ივლისი, 2020 , 16:33

საქართველოს ბანკი სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით კომპანია გრადამ დიღომში 210 საცხოვრებელი ბინისგან შემდგარი კომპლექსი „დიდი დიღომი 4“ ააშენა. საერთო ჯამში კომპლექსი 11,256

ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში, სრულად იზოლირებულები იქნება სხვა აბიტურიენტებისგან და ყოველი გამოცდის წინ ჩაუტარდება ტესტირება - ნუნუ მიცკევიჩი

10 ივლისი, 2020 , 16:15

მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა ზომა მაქსიმალურად არის დაცული, აბიტურიენტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში განთავსდება კარანტ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე