უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 15:47ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია
- 23.04.2024 15:39საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა
- 23.04.2024 10:37ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
არქივი
საზოგადოება
ლიბერთი ბანკი „გლობალური ფულის კვირეულს` (GLOBAL MONEY WEEK) შეუერთდა
ლიბერთი ბანკმა "გლობალური ფულის კვირეულის" ფარგლებში საქართველოს სამ ქალაქში, ზუგდიდში, ქუთაისსა და ოზურგეთში ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში შეხვედრები გამართა.
ბანკის რეგიონალური ფილიალების მმართველებმა მოსწავლეებს საინტერესო პრეზენტაცია წარუდგინეს, რომლის მიზანია მომავალ თაობებში ფინანსური განათლების ამაღლება.
,,ამ შეხვედრების მიზანი იყო მოსწავლეებისთვის შეგვექმნა ზოგადი წარმოდგენა ბანკზე, ფულზე და ფულის ხარჯვისა და დაგროვების თავისებურებებზე. ჩვენთვის სასიამოვნოა მოსწავლეების მხრიდან დაინტერესება საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ. ძალიან საინტერესოდ წარიმართა მათთან დიალოგი, რომელიც იმედს ვიტოვებთ მათ სამომავლოდ დაეხმარებათ საკუთარი ფინანსები გონივრულად მართონ„ - განაცხადა გურიის რეგიონალური ფილიალის მმართველმა, გიორგი აბსარიძემ.
„გლობალური ფულის კვირეული" (Global Money Week) საერთაშორისო ორგანიზაცია Child and Youth Finance International-ის (CYFI) ინიციატივით ყოველწლიურად, მარტის თვეში მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. პროექტის მიზანია ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლების გავრცელება და საზოგადოებაში ფინანსური საკითხების გარშემო დიალოგის წახალისება.
აღნიშნული კვირეული საქართველოს ეროვნული ბანკის კოორდინირებით ტარდება და წლევანდელი კვირეულის დევიზია „ფინანსური საკითხები მნიშვნელოვანია".