უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 მარტი, 2017 16:15
font-size

ლიბერთი ბანკის ხელშეწყობით ახალი დღის ცენტრი გაიხსნა

მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში შშმ პირთა დღის ცენტრი გაიხსნა. დღის ცენტრის მომსახურებით ისარგებლებენ როგორც 18 წლამდე ასაკის, ასევე 18 წელს ზემოთ მყოფი შშმ პირები.

ცენტრი გათვლილია 25 ბენეფიციარზე. მათ შორის, სხვადასხვა საჭირო სერვისის მიღება შეუძლია 15 ბავშვს და 10 სრულწლოვანს. ამჟამად 14 ბენეფიციარი იღებს მომსახურებას მათი ინდივიდუალური აბილიტაციისა თუ რეაბილიტაციის გეგმის შესაბამისად, რომელიც თავის მხრივ ითვალისწინებს ინდივიდუალური ფუნქციონალური, სოციალური, საყოფაცხოვრებო და სახელობო–პროფესიული უნარების განვითარებას, მორგებული ადაპტური ავეჯით სარგებლობას, ორჯერად კვებას, ტრანსპორტირებას შინიდან ცენტრში მიყვანის და უკან დაბრუნების მიზნით, ოკუპაციური თერაპევტისა და ნევროპათოლოგის კონსულტაციას, კულტურულ და სპორტულ-გამაჯანსაღებელ ღონისძიებებში ჩართვას, საჭიროების შემთხვევაში – ამბულატორიული სამედიცინო და ფსიქოლოგიური მომსახურების ორგანიზებას.

ბენეფიციარები ვაუჩერული წესით ფინანსდებიან სახელმწიფოსგან.

დღის ცენტრის ამჟამინდელ შენობაში ადრე ბავშვთა სახლი ფუქნციონირებდა, რომელიც დეინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში დაიხურა. ბავშვთა სახლი დახურვამდე იაპონიის საელჩოს დახმარებით გარემონტდა. მოგვიანებით შენობა სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურას გადაეცა ,ბოლოს კი ისევ სოციალური მომსახურების სააგენტოს დაუბრუნდა. სააგენტომ აქ დღის ცენტრის ამუშავება გადაწყვიტა, სერვისის მომწოდებელზე კონკურსი გამოაცხადა, რომელშიც ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა გაიმარჯვა. მას ამ სფეროში მოღვაწეობის დიდი გამოცდილება აქვს და ამუშავებს დღის ცენტრებს ქუთაისში, თერჯოლასა და სამტრედიაში, სადაც შშმ პირებსანალოგიურ სერვისებს აწვდის.

საგურამოს დღის ცენტრის ინფრასტრუქტურის მოწყობაში სოციალური მომსახურების სააგენტოს ლიბერთი- ბანკი დაეხმარა, რომელმაც გზის და ეზოს კეთილმოწყობა, ასევე შენობის მოწესრიგება უზრუნველყო.

გახსნის ღონისძიებაზე სტუმრები გაეცნენ ინფრასტრუქტურას, ასევე დღის ცენტრების მუშაობის ამსახველ ფოტომასალას, სპეციფიკას, გეგმებს. საზეიმო ღონისძიებაზე სერვის-პროვაიდერმა -ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრმა პარტნიორ ორგანიზაციებს- ლიბერთი-ბანკს, იაპონიის საელჩოს და მაკლეინის ასოციაციას მხარდაჭერისათვის ჯილდოები გადასცა. დამსწრე საზოგადოებას ასევე საშუალება ჰქონდა ფოეიში არსებულ „ნატვრის ხეზე“ დღის ცენტრის სურვილებს, გეგმებს გასცნობოდა და თავისი მხარდაჭერა გამოეხატა.

დღის ცენტრის საზეიმო გახსნაზე სტუმრებს სიტყვით მიმართეს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორმა ზაზა სოფრომაძემ , იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანმა, ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა ალექსი ხოროშვილმა.

„ ლიბერთი ბანკი აქტიურად თანამშრომლობს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან. მოხარულები ვართ, რომ ერთობლივად შევძელით დღის ცენტრის სრული რეაბილიტაცია და ვიმედოვნებთ, მომავალში არაერთ საყურადღებო პროექტს განვახორციელებთ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარება, ეს ის მიმართულებაა, რომელიც წლების მანძილზე ლიბერთი ბანკისთვის პრიორიტეტად რჩება, რადგან ვთვლით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში, მათი პოტენციალის, ნიჭის გამოვლენა და მაქსიმალური გამოყენება“ . - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.

„შშმპ-ებისთვის სერვისების შეთავაზება , მათი მომზადება დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფერში არასამთავრობო ორგანიზაციებიც მხარში გვიდგანან და ანვითარებენ ამ სერვისებს. ასევე მნიშვნელოვანია კერძო სექტორის და უცხოელი მეგობრების დახმარება . ჩვენ ყველას ერთად შეგვიძლია შევცვალოთ შშმ პირების მომავალი და ამ ადამიანების შესაძლებლობები გამოვიყენოთ საზოგადოების სასიკეთოდ. იმედი გვაქვს უფრო მეტი ინიციატივა და მზაობა იქნება კერძო სექტორიდან იმისთვის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მივცეთ თვითრეალიზაციის საშუალება, შევუქმნათ ადაპტირებული და კომფორტული გარემო.დღეს საქართველოში შშმ პირთა 64 დღის ცენტრი ფუნქციონირებს, რომელიც მათ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს. იმედი გვაქვს ეს სერვისები კიდევ უფრო განვიტარედება და კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდება საქართველოში მცხოვრები შშმ პირებისათვის“- განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, საქართველოში KIABI – ს პირველი ფილიალი გაიხსნა

23 აპრილი, 2024 , 15:39

საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს.  ამჯერად, ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით, კომპანია ჯითექსმა,  გლობალური ბრენდის,  KIABI - ის პირველი ფილიალი, East Point - ში გახსნა. პროექტის ჯამ

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ეკონომიკის ოლიმპიადის სასკოლო რაუნდი გაიმართა

22 აპრილი, 2024 , 16:07

საქართველოს ბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, რომლის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდაა, ეკონომიკის ოლიმპიადის მხარდამჭერია. ეკონომიკის ოლიმპიადაში მონაწილეობას მე-10, მე-

ბზის მოჭრაზე კონტროლი გამკაცრდა - სანქციის ოდენობა 500-დან 2000 ლარამდე გაიზრდა

22 აპრილი, 2024 , 10:41

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს. სამინისტროს ინფორმაციით, ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა. სანქციის ოდენობა გაზრდილია და 500-დან 2000 ლარამდე ჯა

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი