უახლესი ამბები
- 18.03.2024 18:24იენს სტოლტენბერგი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა
- 18.03.2024 18:15საქართველოს ბანკის SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
არქივი
რეგიონები
ლიბერთი ბანკს თაღლითობაში ადანაშაულებენ
ოზურგეთში ლიბერთი ბანკის ფილიალთან ხმაური იყო. მოქალაქეები ბანკს თაღლითობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, რამდენიმე დღეა დაფარეს სალომბარდე დავალიანება 50 000 ლარის ოდენობით, დაწესებულება კი ბანკის სალომბარდე განყოფილებაში შეტანილ ოქროს უკან არ უბრუნებს.
მათი თქმით, ბანკმა შეტანილი თანხა 50 ათასი ლარიც დაიტოვა და ოქროც. ადგილზე დახმარებისათვის საპატრულო პოლიციაც გამოიძახეს.
ცნობისათვის, რამდენიმე თვის წინ ლიბერთი ბანკი "ოქროს სკანდალში" გაეხვა. ბანკიდან ძვირფასეულობის სანაცვლოად 12 მილიონი ლარია გატანილი. აუდიტმა კი აღმოაჩინა, რომ ლიბერთის საცავებში ძვირფასეულობის ნაცვლად იაფფასიანი ბიუჟუტერია იყო განთავსებული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.
საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე ადამიანი წინასწარ პატიმრობაში რჩება, მათ შორის არიან ბანკის თანამშრომლებიც.
მთავარი არხი