უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 მარტი, 2018 11:25
font-size

ლიბიაში დაკავებული ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნდა

ლიბიაში დაკავებული მეზღვაური, ნუკრი ხოხბა პატიმრობიდან გათავისუფლდა. იგი საქართველოში გუშინ დაბრუნდა, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყებიაში ამბობენ, რომ ბათუმის აეროპორტში მას საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წარმომადგენლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

„ნუკრი ხოხბას გათავისუფლების საფუძველი გახდა ბრალდების ნაწილში ხომალდის ეკიპაჟის რიგითი წევრების ჩართულობის დამადასტურებელი მტკიცებულებების არარსებობა, რომელთა შორის იყო ქართველი მეზღვაურიც, ხოლო კაპიტნისა და თანაშემწის საქმე გადაეცა საბრალდებო პალატას და გაგრძელდება სასამართლო ძიება.

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო, ინტენსიურად მუშაობს ლიბიაში პატიმრობაში დარჩენილი სამი ქართველი მეზღვაურის გათავისუფლებაზე, პროცესში აქტიურად არის ჩართული როგორც სამინისტროს ცენტრალური აპარატი, საზღვარგარეთ საქართველოს მისიები, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ასევე პარტნიორი ქვეყნების საელჩოები.

ხვალ ბათუმში, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში დაგეგმილია შეხვედრა ნუკრი ხოხბასთან. შეხვედრას დაესწრებიან საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოსა და აჭარის მთავრობის წარმომადგენლები.

ქართველი მეზღვაურები ლიბიაში საზღვაო კანონმდებლობის დარღვევის ბრალდებით 2017 წლის აგვისტოში დააკავეს“, – ნათქვამია საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ჩიქოვანის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა

17 დეკემბერი, 2018 , 17:15

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა საბურთალოს რაიონში, სიმონ ჩიქოვანის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დასრულებულ პროექტს დღეს დედაქალაქის მერი კახა კა

აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული მეომრები ორდენებით და მედლებით დაჯილდოვდნენ

17 დეკემბერი, 2018 , 16:20

ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპული 28 მეომრის ოჯახს სახელმწიფო ჯილდოები - ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენები და მედლები - მხედრული მამაცობისთვის გადაეცა. აფხაზეთის ავტონო

ნაძალადევის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება

17 დეკემბერი, 2018 , 16:20

გურამიშვილის გამზირი N74ა-ს მიმდებარედ არსებულ შესახვევში საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. პროექტის ფარგლებში, მოეწყო ბორდიური და 1 450 კვ.მ ფართობზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. თბილისის მერიის ინფორმაციით, ბოლო ეტ

მონაცემები კვლავ განახლდა! - vali.ge-ს ერთიან ბაზას კიდევ 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა

17 დეკემბერი, 2018 , 15:25

პრობლემური სესხების განულებისთვის შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - vali.ge მონაცემები კვლავ განახლდა - 17 დეკემბერს, ერთიან ბაზას, დამატებით, 7 საფინანსო ორგანიზაციის მონაცემები დაემატა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინ

გორში ინტოქსიკაციის შედეგად ჰოსპიტალში გადაყვანილი ორი ახალგაზრდის მდგომარეობა უმძიმესია

17 დეკემბერი, 2018 , 13:25

გორში, სამეფოს ქუჩაზე ინტოქსიკაციის შედეგად ჰოსპიტალში გადაყვანილი ორი ახალგაზრდა უმძიმეს მსგომარეობაში იმყოფება. გორის სამხედრო ჰოსპიტალის პრესსამსახურის ინფორმაციით, 25 და 35 წლის ახალგაზრდები ინტქოსიკაციის დიაგნოზით მ

საქართველოში საშუალო ხელფასი 1 125 ლარია - საქსტატი

17 დეკემბერი, 2018 , 11:45

2018 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 56.4 ლარით გაიზარდა და 1125.5 ლარი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით, ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის