უკან

საზოგადოება

14 სექტემბერი, 2017 13:15
font-size

ლიბიის ტერიტორიაზე დაკავებულია გემი, რომლის ეკიპაჟის 11 წევრიდან სამი საქართველოს მოქალაქეა

ლიბიის ტერიტორიაზე, ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი დააკავეს, რომლის ეკიპაჟის 11 წევრიდან სამი საქართველოს მოქალაქეა.

დაკავების მიზეზი სავარაუდოდ, ტანკერზე არსებული ტვირთი გახდა, რომელიც შესაძლოა ლიბიის შესაბამისმა უწყებებმა არალეგალურად მიიჩნიეს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მამუკა ახალაძის თქმით, უწყებაში ლიბიაში დაკავებული სამი მოქალაქის შესახებ ინფორმაცია გუშინ გვიან ღამით შევიდა. მისივე თქმით, გემი კი, 30 აგვისტოს დააკავეს.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში გუშინ გვიან ღამით შემოვიდა ინფორმაცია, რომ 30 აგვისტოს ლიბიის სანაპირო დაცვამ, ე.წ ცხელ კვალზე დევნის პრინციპით დააკავა ტანზანიის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელიც, სავარაუდოდ ეკუთვნის ბერძნული წარმომავლობის გემთმფლობელს. გემზე 11 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, მათ შორის სამწუხაროდ სამი მეზღვაური არის ქართველი და კაპიტანიც ქართველია. გემი არის დაკავებული, ეკიპაჟიც არის დაკავებული. სავარაუდოდ, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეკიპაჟის დაკავების მიზეზი შეიძლება იყოს დაკავშირებული ლიბიაში შეტანილი, ან გემის მიერ გამოტანილი ტვირთი, რომელიც ლიბიის სახელმწიფოს მიერ შეიძლება იყოს არალეგალურად მიჩნეული. ვფიქრობ, რომ ეს მეტწილად ნავთობთან არის კავშირში“,-აღნიშნა ახალაძემ რუსთავი2-თან სატელეფონო საუბარში.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

თბილისში ძლიერი წვიმის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 205 შეტყობინება შევიდა

18 ივნისი, 2018 , 23:30

ამ დროის მონაცემებით, თბილისში ძლიერი წვიმის გამო შემოსულია 205 შეტყობინება, – ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „ყველაზე მეტი შეტყობინება დაფიქსირდა გლდანი-ნაძალადევ

თბილისში გმირთა მოედანი-თამარაშვილის მიმართულებით მოქმედებს მოძრაობის დროებითი შეზღუდვის რეჟიმი

18 ივნისი, 2018 , 23:23

ძლიერი წვიმის გამო თბილისის ზოგიერთ ქუჩაზე ავტოტრანსპორტით მოძრაობა გართულებულია. შსს-ს ინფორმაციით კერძოდ, ამ დროისათვის, წყლის ჭარბი ნაკადის გამო თბილისში გმირთა მოედანი -თამარაშვილის მიმართულებით - მდინარე ვერეს ხეობა

მა­ტა­რებ­ლე­ბის მოძრაობა შეფერხდა

18 ივნისი, 2018 , 22:54

"სა­ქარ­თვე­ლოს რკი­ნიგ­ზის" გან­ცხა­დე­ბით, რთუ­ლი მე­ტე­ო­რო­ლო­გი­უ­რი პი­რო­ბე­ბის გამო, ზეს­ტა­ფო­ნის სარ­კი­ნიგ­ზო

გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

18 ივნისი, 2018 , 22:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უამინდობის გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა

18 ივნისი, 2018 , 21:30

ძლიერი წვიმის შედეგად, თბილისის რამდენიმე უბანში ქუჩები დაიტბორა. წვიმას თან ერთვოდა ძლიერი სეტყვაც. წვიმის გამო, დაიტბორა მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორია და მიწისქვეშა გადასასვლელი. როგორც საგანგებო სი

„გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი არხი ხვალ გაუშვებს

18 ივნისი, 2018 , 18:53

„გამომძიებელი რეპორტიორის“ მიერ მომზადებულ ფილმს ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით პირველი არხი ხვალ გაუშვებს, – ამის შესახებ ნათქვამია პირველი არხის აღმასრულებელი საბჭოს განცხადებაში. მ

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე