უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

12 აგვისტო, 2020 17:20
font-size

„ლიდერფუდის“ საქმეზე ექსპერტიზის ახალი დასკვნაც სარჩელის ჩაბარების ფაქტს კვლავ გამორიცხავს - არჩილ კაიკაციშვილი

დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ახალი დასკვნა კიდევ ერთხელ გვიმყარებს რწმენას, რომ ორგანიზაციამ სწორი დასკვნები გააკეთა სარჩელის და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების საკითხზე და შეუძლებელია, სასამართლომაც სათანადო დასკვნები არ გააკეთოს, ვინ ვის რა შინაარსის წერილი ჩააბარა 2019 წლის 22 მაისს - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა, კომპანია „ლიდერფუდის“ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების სამართლებრივ დავაზე ახალი მტკიცებულების შეფასებისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ კომპანიისთვის 2019 წლის 22 მაისს კურიერს ორი კონვერტი აქვს მიტანილი და მათ შორის არც ერთი არ არის სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი.

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, ორგანიზაცია ყურადღებით აკვირდება „ლიდერფუდის“ ირგვლივ მოქმედი და ყოფილი მესაკუთრეების სასამართლო დავაზე განვითარებულ მოვლენებს, ვინაიდან შეფასდეს საქმეზე გამოქვეყნებული ორგანიიზაციის კვლევის შინაარსთან მიმართებით სასამართლოს შემდგომი დასკვნების მართებულობა. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა კომპანიის ყოფილი მესაკუთრის სარჩელი (შეწყდა ნასყიდობის ხელშეკრულება და ირაკლი დუმბაძე აღირიცხა შპს „ლიდერი-ფუდის“ კაპიტალის 50% წილის მესაკუთრედ), ამჟამად გასაჩივრებულია საქართველოს უზენაესს სასამართლოში. ორგანიზაციამ გამოქვეყნებულ კვლევაში აღნიშნა, რომ საკასაციო სასამართლომ პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას - დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვებით, არსებითად შეილახება თუ არა პროცესის მონაწილე ერთი მხარის თანასწორუფლებიანობა, სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, მას პირდაპირ უსპობს თუ არა სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას, თუ არც ერთ მხარეს, ამ დრომდე, არ მისცემია საკუთარი მტკიცების ტვირთვის განხორციელების შესაძლებლობა. ორგანიზაციამ სასამართლოსთან კომუნიკაციის შედეგად დაადგინდა, რომ საკასაციო სასამართლომ საქმე არსებითი განხილვისთვის მიიღო, 2020 წლის სექტემბერში დაინიშნა სხდომა, კვლევა გადაცემული იქნა საქმის განმხილველი პალატისთვის, ასეთი შედეგი კი, ხაზს უსმევს კვლევაში გამოთქმული შეხედულებების მართებულებას, რადგანაც „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქმის განსახილველად დაშვების საფუძვლებსა და არსებითი განხილვის გადაუდებელ წინაპირობებზე საუბობდა.

არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საჯაროდ გაკეთებული განცხადების თანახმად, ცნობილი გახდა, რომ „ლიდერფუდის“ საქმეში, სარჩელის ჩაბარების ეპიზოდთან დაკავშირებით, წარმოდგენილი იქნა ახალი მტკიცებულება. ორგანიზაციამ მოქმედ მენეჯმენტს მიმართა და გამოითხოვა დასახელებული დოკუმენტი. კერძოდ, დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნა. ექსპერტი პასუხსს სცემს შემდეგ შეკითხვებს: „შეესაბამება თუ არა წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტის სისქის მიხედვით 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტს?“, „წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერში კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტს გააჩნია თუ არა სასამართლოს კონვერტისათვის დამახასიათებელი გაფორმება, თუ ის არის გაფორმების გარეშე თეთრი ფერის გარეშე?“. დასკვნის თანახმად, წარმოდგენილ ვიდეოჩანაწერებში, მამაკაცს ხელში უჭირავს ქაღალდები, რომლებს შორის, ვიზუალური დაკვირვებით, გამოიყოფა კონვერტის მსგავსი აგებულების არა ერთი, არამედ ორი კონვერტი სათითაოდ მიმაგრებული ფურცლებით, რომელთაც აფრიალებს ქარი. ორივე A4 კონვერტების სისქის ან მასში არსებული ფურცლების რაოდენობის განსაზღვრის შესაბამისობა, თუნდაც 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტთან შეუძლებელია, რადგანაც შეიმჩნევა სისქეების დიდი სხვაობა ხელის მოჭერის ადგილსა და განაპირა ნაპირებს შორის, რაც შეიძლება გამოწვეულ იყოს კონვერტის მაგვარ შეკვრებში სხვადასხვა სისქის ფურცლების ან ჰაერის არსებობით - მითუმეტეს ქარიანი ამინდის დროს, შესაძლებელია ჰაერის შეკვრებში შეღწევა. კადრების დათვალიერებისას და გადიდებისას იკვეთება ორი კონვერტის არსებობა. მათი გადიდებისას, არც ერთ კონვერტზე არ შეიმჩნევა გრაფიკული გაფორმება ან შეფერვა რაიმე ფერის საღებავით და არ მიესადაგება სასამართლო კონვერტის გაფორმებას. აღნიშნული კონვერტები არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი.

ორგანიზაცია, ექსპერტიზის ახალი დასკვნის მიხედვით, განმარტავს, რომ სარჩელისა და მასზედ თანდართული მასალების ჩაბარების ფაქტი, 2019 წლის 22 მაისს, მართლაც საკამათოა, რაც გამოქვეყნებულ კვლევაში შესაბამისი არგუმენტებით დასაბუთდა კიდეც. 22 მაისს, კომპანიამ ნამდვილად ჩაიბარა მოდავე მხარის კორესპონდენცია, თუმცა არ არსებობს ზუსტი დასკვნა იმის შესახებ, ჩაიბარა თუ არა სარჩელი და მასზედ თანდართული მასალები. სარჩელის ჩაბარების ეპიზოდისთვის პროცესის მონაწილე მხარეების მიერ წარმოდგენილია უკვე სამი შინაარსის მქონე დოკუმენტი/დასკვნა: სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივლისის დასკვნა, რომელიც ეკუთვნის ირაკლი დუმბაძეს და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ „ალტერნატივას“ 2019 წლის 25 ივლისის დასკვნა, დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნა, რომელიც ეკუთვნის დავით ზეიკიძეს.

ა) სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 17 ივლისის დასკვნის მიხედვით, გამოსაკვლევად წარდგენილი იყო ვიდეომასალა, კერძოდ შპს ,,ლიდერი-ფუდის“-ს ოფისის სამეთვალყურეო კამერის ვიდეოჩანაწერები (2019 წლის 22 მაისს კურიერის ვიზიტი ოფისში), კადრში აღბეჭდილი მამაკაცის ხელთ არსებული კონვერტი სისქის მიხედვით არ შეესაბამება 2 ფურცელმოთავსებულ კონვერტს, და მისი ვიზუალური პარამეტრებით შეესაბამება კონვერტში 49 ფურცელმოთავსებულ კონვერტს. მამაკაცის ხელთ არსებულ კონვერტზე დაკვირვების შედეგად გაირკვა, რომ იგი არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი და მას ზედა ნაწილში, მარჯვენა და მარცხენა მხარეს, აღენიშნება მუქი შეფერილობის გაფორმება.

ბ) აღნიშნული დასკვნის საპირისპიროდ, დავით ზეიკიძის მიერ წარმოდგენილი იქნა დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრ-ალტერნატივას 2019 წლის 25 ივლისის დასკვნა, რომლის მიხედვით, ვიდეოჩანაწერიდან გამომდინარე შეუძლებელია იმის დადგენა თუ რამდენი ფურცელი დევს კონვერტში, რომელიც ვიდეოჩანაწერებში ასახულ მამაკაცს უჭირავს ხელში. ექსპერტიზაზე წარდგენილ ფოტოსურათს და ვიდეოფაილებში ასახულ კონვერტს აქვს სხვადასხვა ფერის შეფერილობა. კერძოდ ექსპერტიზაზე წარმოდგენილ თბილისის საქალაქო სასამართლოს კონვერტის ფოტოსურათის ნაწილს აქვს ლურჯი ფერის შეფერილობა, ხოლო ვიდეოფაილებში ასახული მამაკაცის ხელში არსებული კონვერტი, როგორც პირითი მხრიდან, ისევე ზურგითი მხრიდან არის თეთრი ფერის.

გ) დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნის მიხედვითაც, სისქის ან მასში არსებული ფურცლების რაოდენობის განსაზღვრის შესაბამისობა, თუნდაც 49 ფურცელ მოთავსებულ კონვერტთან შეუძლებელია. კადრების დათვალიერებისას და გადიდებისას იკვეთება ორი კონვერტის არსებობა. მათი გადიდებისას, არც ერთ კონვერტზე არ შეიმჩნევა გრაფიკული გაფორმება ან შეფერვა რაიმე ფერის საღებავით და არ მიესადაგება სასამართლო კონვერტის გაფორმებას. აღნიშნული კონვერტები არის გაფორმების გარეშე არსებული თეთრი ფერის კონვერტი.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თავადაც გაეცნო 2019 წლის 22 მაისის კურიერის მიერ განხორციელებულ ვიზიტს საწარმო დაწესებულებაში, თუმცა ობიექტურად, გონივრული განსჯის საფუძველზე, ცასლახად რთულია იმის თქმა, რომ კადრში სასამართლოს ბრენდირებული კონვერტი ჩანდეს. დამოუკიდებელი სასამართლოს ექსპერტიზის ცენტრ „ვექტორის“ 2020 წლის 29 ივლისის დასკვნაც, რომელიც ახალია, იმავე შეხედულებებს იზიარებს, რაც სასამართლოსთვის ანალიზის, შედარებისა და შეფასების საუკეთესო საშუალებას იძლევა. ფაქტია, კურიერმა არაერთი წერილი გადასცა მოსარჩელისგან მოპასუხეს და არ არსებობს კონკრეტული მტკიცებულება, ჩაბარებული გზავნილი ნამდვილად შეეხებოდა თუ არა სარჩელს. აღნიშნული საკამათოა თავად ორი ინსტანციის სასამართლოს მიერ წარმოდგენილი დასკვნების ფარგლებშიც. შესაბამისად, ორგანიზაცის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ახალი დასკვნა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენის მიზნით, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

ცნობისთვის: „ახალგაზრდა ადვოკატებმა“ „ლიდერფუდის“ საქმეზე კვლევა: „ბიზნესი და სასამართლო - „ლიდერფუდის“ საქმის სამართლებრივი ანალიზი“, 2020 წლის 6 ივლისს გამოაქვეყნეს. ორგანიზაციამ ყურადღება დაუთმო ბიზნეს დავის ირგვლივ სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების შესწავლის ინტერესს და აღნიშნა, რომ სასამართლოს მხრიდან ბიზნეს-დავების განხილვა ნდობის მაღალ ხარისხს უნდა ეფუძნებოდეს. ორგანიზაციამ, ამ მიზნით, საქმის მასალებზე ხელმისწავდომობა პროცესის მონაწილე მხარეებს სთხოვა. პროცესის მონაწილე მხარეებმა სრულად მიაწოდეს ორგანიზაციას საქმის მასალები, რაც იქნა შესწავლილი, კვლევა კი მიეწოდა სასამართლო სისტემას, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ბიზნეს-ინსტიტუციებს. ორგანიზაცია საქმეზე აგრძელებს დაკვირვების პროცესს.

ქუთაისში, სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სეიფი მოიპარეს, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

ქუთაისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციიდან სეიფი მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, წაღებულია ნახევარ მილიონამდე ლარი და ძვირფასი ნივთები. უცნობმა პირებმა კორპუსის სარდაფიდან იატაკი ამოჭრეს და შენობაშ

პროკურატურამ ორი ყოფილი მსჯავრდებულის განაჩენების გადასინჯვისა და კანონიერი მესაკუთრისთვის ჩამორთმეული ქონების დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო

22 სექტემბერი, 2020 , 16:35

საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა ორი ყოფილი მსჯავრდებულის საქმეებზე უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენების გადასინჯვის გადაწყვეტილება მიი

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის საფუძველზე დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

თელავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობისთვის და ქურდობისთვის ბრალდებული ი. გ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას გენე

პოლიციამ არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

22 სექტემბერი, 2020 , 15:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნ

მიხეილ რამიშვილი გამოძიებას თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმს მიაწვდის

21 სექტემბერი, 2020 , 17:40

ადვოკატი მიხეილ რამიშვილი აპირებს, გამოძიებას მიაწოდოს სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმეა.  რამიშვილის ცნობით, ეს პირი სახელმწიფო უსაფრთხოებ

პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს მიმართავს, დახუროს ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრული საქმე

21 სექტემბერი, 2020 , 15:30

ფონდ „იავნანას“ დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე საქართველოს გენერალურ პროკურორს ირაკლი შოთაძეს მიმართავს, დახუროს ფონდ „იავნანას“ წინააღმდეგ აღძრული საქმე. როგორც პაატა ბურჭულაძე წერილში აღნიშნავს, ს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.