უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

20 ივნისი, 2018 11:35
font-size

ლიეტუვის პრეზიდენტმა ქვეყანაში რუსეთის შეჭრა არ გამორიცხა

ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ განაცხადა, რომ ქვეყანა უნდა იყოს მზად თავდასხმისთვის. ამის შესახებ გრიბაუსკაიტემ გერმანულ ჟურნალ Spiegel-ს უთხრა.

„თუ ჩვენ ვაჩვენებთ, რომ შეგვიძლია და გვინდა საკუთარი თავის დაცვა, მაშინ არავინ არ დაგვესხმება თავს. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ: ფსიქოლოგიურად, პოლიტიკურად, ტექნოლოგიურად, გულითა და სულით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

ლიეტუვის პრეზიდენტის შეფასებით, რუსეთის ჩარევის საფრთხე დიდია, თუკი „მუდმივად არ დავიცავთ თავს“. მისივე თქმით, ბალტიისპირეთის ქვეყნებთან და პოლონეთთან მობილიზებული რუსული ჯარები ნატოს ჯარებზე უფრო ძლიერია.

ლიეტუვის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აქვს ლიეტუველი ახალგაზრდების იმედი, რომლებიც „ქვეყნის დასაცავად მზად არიან“. გრიბაუსკაიტეს თქმით, მოსახლეობამ დიდი შეცდომა დაუშვა 1940 წელს, როცა ვერ დაიცვა ქვეყანა საბჭოთა კავშირის წითელი არმიისგან, რაც ლიეტუვის ოკუპაციითა და გენოციდით დასრულდა. გრიბაუსკაიტეს განცხადებით, მაშინ ლიეტუვამ მოსახლეობის 15% დაკარგა, ხოლო მოსახლეობის დიდი ნაწილი გადაიყვანეს საბჭოთა ბანაკებში.

„უნდა გვებრძოლა. ამ შეცდომას აღარ დავუშვებთ“, -დასძინა ლიეტუვის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, დასავლეთი შესაბამისად ვერ აფასებს რუსეთს და მას ზედმეტად რბილად ექცევა.

„მხოლოდ მაშინ იღვიძებენ, როდესაც რუსეთი ერევა მათ ინტერესებში, ჯაშუშობს, ან მანიპულირებს მათი არჩევნებით“, - განაცხადა გრიბაუსკაიტემ.

საფრანგეთში საწვავის ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა

17 ნოემბერი, 2018 , 16:55

საფრანგეთში საწვავის ფასების ზრდის საწინააღმდეგო აქციაზე ერთი ადამიანი დაიღუპა. ინციდენტი სავოიას სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მოხდა. მძღოლს თავისი ქალიშვილი საავადმყოფოში მიჰყავდა, როცა 50-მა დემონსტანტმა მას გზა გადაუკეტ

CIA-მ დაასკვნა, რომ ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოგი საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცის დავალებით მოკლეს

17 ნოემბერი, 2018 , 13:00

აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტომ (CIA) დაასკვნა, რომ სწორედ საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა მუხამედ ბინ სალმანმა ჟურნალისტ ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის ბრძანება გასცა. ამის შესახებ წყარომ The Washington Post-ს აუწყა.

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავს მიაგნეს

17 ნოემბერი, 2018 , 13:00

არგენტინაში ერთი წლის წინ გაუჩინარებულ წყალქვეშა ნავ „სან-ხუანს“ ატლანტის ოკეანეს ფსკერზე მიაგნეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, „სან-ხუანი“დისტანციური მართვის აპარატის საშუალებით, 800 მეტრის სი

71 დაღუპული, 1000-ზე მეტი დაკარგული - კალიფორნიაში მასშტაბურ ხანძრებს ჯერ კიდევ ვერ აქრობენ

17 ნოემბერი, 2018 , 11:26

აშშ-ში, კალიფორნიაში მასშტაბური ტყის ხანძრებს სულ მცირე 71 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1011   კი დაკარგულად ითვლება. წინა მონაცემებით, დაკარგულად 631 ადამიანი მიიჩნეოდა, ხოლო დაღუპულად - 63. ერთ-ერთი ოლქის შ

მოსკოვში ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში ხანძარი გაჩნდა

17 ნოემბერი, 2018 , 11:05

მოსკოვის სამხრეთ-აღმოსავლეთით კაპოტნიას რაიონში ნავთობგადამამუშავებელ საწარმოში ხანძარი გაჩნდა. როგორც ბიბისი საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, დაფიქსირებულია ცეცხლის ორი კერა, რომელთა სიმაღლეც 10 მეტრ

ისრაელსა და ჰამასს შორის ცეცხლის შეწყვეტის გამო ისრაელის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა

14 ნოემბერი, 2018 , 17:25

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი თანამდებობიდან გადადგა. ამ ფორმით მან გააპროტესტა ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილება ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. ლიბერმანმა ისრაელსა და დაჯგუფება ჰამასს შორის

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`