უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ოქტომბერი, 2017 14:30
font-size

ლიკას შემთხვევაში არ გამოდგება ხელისუფლების მხრიდან თავის სამართლებლად ის ფაქტი, რომ გულის უკმარისობით გარდაიცვალა - რომან გოცირიძე

ლიკა ქავჟარაძეს მრავალი წელია ფსიქიკურ პრობლემებს განიცდიდა. ეს ბევრმა იცოდა, მაგრამ სტიგმის გამო ყველა გაურბოდა ამაზე საუბარს, - წერს ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე ფეისბუქის პირად გვერდზე.

,,ხშირად, მდგომარეობის გამწვავების გამო, იგი ბოლომდე ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს, ამიტომ, ამით სარგებლობდნენ ან გაუთვითცნობიერებელი ან თაღლითი ადამიანები და იღებდნენ ისეთ ფილმებში თუ სიუჟეტებში, რომელზეც რემისიის დროს შეიძლება არ დათანხმებულიყო.

დიახ, ვეთანხმები, რომ იგი, ისევე როგორც უამრავი ფსიქიკური პრობლემის მქონე ადამიანი, რომელმაც მიაყენა ზიანი საკუთარ თავს ან სხვას, არის დღევანდელი ჯანდაცვის სისტემის მსხვერპლი. ლიკას შემთხვევაში არ გამოდგება ხელისუფლების მხრიდან თავის სამართლებლად ის ფაქტი, რომ გულის უკმარისობით გარდაიცვალა და არა თვითდაზიანებით. ფაქტია, ლიკა არ იყო სათანადოდ ნამკურნალები.

საქართველოში არის ათეულ ათასობით მკურნალობის გარეშე დარჩენილი პაციენტი. ფსიქიატრიის ბიუჯეტი ორი წელიწადია არ გაზრდილა არცერთი თეთრით. იგი მხოლოდ 16 მილიონი ლარია, იმაზე ნაკლები, რასაც დასავლეთის ქვეყნებში ერთი საშუალო ზომის ფსიქიატრიული კლინიკა ხარჯავს, იმაზე ნაკლები, ვიდრე ნებისმიერ პოსტსაბჭოთა ყველაზე ღატაკ ქვეყანაში. საზოგადოების( მათ შორის პარლამენტში) პროტესტის შედეგად მომავალ წელს ფსიქიატრიის ბიუჯეტი იზრდება. ეს წვეთია ზღვაში. ასეულ მილიონობით ლარით გაიზარდა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამით სხვა სფეროების დაფინანსება. მხოლოდ ფსიქიატრია იყო და დარჩა ყველაზე მიგდებულ დარგად, რადგან ამ ადამიანებს არ შესწევთ საკუთარი უფლებების დაცვის უნარი.

ლიკას სიკვდილმა მთელ ქვეყანას დასწყვიტა გული. იქნებ ახლა მაინც დაინახოს მთავრობამ და არა მარტო მთავრობამ, რომ საქართველოში ფსიქიკურად დაავადებულები გაუსაძლის მდგომარეობაში იმყოფებიან.

საზოგადოების ცივილიზებულობის დონე განისაზღვრება იმით, თუ როგორ ეპყრობა იგი ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანებს.

ამას კარლ იასპერსი ამბობდა.

ლიკა კი მარად იქნება ჩვენს გულებში-ქართული სილამაზისა და სათნოების სიმბოლო,“ - წერს გოცირიძე.

ნაციონალური მოძრაობის წევრის ამ განცხადებას კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი გამოეხმაურა.

,,რა უფლებით იძახით ამას!!! თქვე მკვლელებო!!!თქვენმა მთავრობამ რატო არ მიხედა !!!ლიკას ბევრჯელ უთქვია ჩემთვის თუ არა ბიძინა ივანიშვილის დახმარება არ ვიცი რამეშველებოდაო!!! თქვე პოპულისტებო, მკვლელებო!!! თქვენმა ლიდერმა სააკაშვილმა ჩასარეცხები უწოდა ასეთ ადამიანებს. ბოდიში მოიხადე ლიკას სულის წინაშე შე არაკაცო“, - წერს ოქიტაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

ნაციონალური მოძრაობა” საბოლოოდ დაადგა წინასაარჩევნო კამპანიაში პროვოკაციებისა და ძალადობის გზას - `ქართული ოცნება`

29 სექტემბერი, 2020 , 23:52

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ საღამოს, მარნეულში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „მარნეულის მუნიციპალიტეტში, “ნაციონალური მოძრაობის” წევრების მხირდან დღეს

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 36-მდე გაიზარდა

29 სექტემბერი, 2020 , 20:44

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და 36-მდე გაიზარდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ სტოპცოვ-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა. გარდაცვლილი 82 წლის ქალია, რომელიც ქუთაისში, კლინიკა „ბომონდი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2878 ლარი გახდა

29 სექტემბერი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2878 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3203 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

“უნდა აიკრძალოს მობილური ტელეფონების შეტანა ფარული კენჭისყრის კაბინაში” - ანა დოლიძემ პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება დაარეგისტრირა

29 სექტემბერი, 2020 , 17:30

დიდუბე-ჩუღურეთის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი ანა დოლიძე პარლამენტს ინიციატივით მიმართავს, რომ ამომრჩეველს ფარული კენჭისყრის კაბინაში მობილური ტელეფონის შეტანა აეკრძალოს. მან საკანონმდებლო ორგანოში შესაბამისი სა

წერტილოვანი შეზღუდვები იმ სკოლებში დაწესდება, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება

29 სექტემბერი, 2020 , 17:30

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, წერტილოვან შეზღუდვებს იმ სკოლებში დააწესებს, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება. დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების შესაბა

ცესკოს განცხადება მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

29 სექტემბერი, 2020 , 17:30

მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გვსურს ჩვენი პოზიცია გამოვხატოთ და დავგმოთ ძალადობისა და საოლქო საარჩევნო კომისიაზე ზეწოლის მცდელობის ის ფაქტები, რომელიც ჩვენ ყველამ მედია სი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

პოლიტიკური პარასკევი ნატო ჩხეიძე