უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 სექტემბერი, 2017 17:00
font-size

ლისის ტბაზე ვეტერან სპორტმენთა ნახევარმარათონი გაიმართება

23 სექტემბერს 10:00 საათზე, ლისის ტბაზე გაიმართება ნახევარმარათონი 21 კმ-იან დისტანციაზე 35 და უფროსი ასაკის ვეტერან სპორტსმენებს შორის.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორია საქართველოს ეროვნული ფედერაცია „სპორტი ყველასათვის". ნახევარმარათონი ტარდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრისა და საქართველოს ვეტერან მარათონელთა ასოციაციის თანაორგანიზებით.

ღონისძიების მიზანია ვეტერანი მორბენლების წახალისება, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და სპორტის მასობრიობის ხელშეწყობა.

მარათონის ორგანიზებასთან დაკავშირებით, 22 სექტემბერს სპორტკომპლექსში "არენა 1" პრესკონფერენცია და მონაწილეთა რეგისტრაცია გაიმართა.

პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს და მარათონის მონაწილეებს ფედერაცია სპორტი ყველასათვის" პრეზიდენტი მაია აზარაშვილი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და "ტატიშვილის სამედიცინო ცენტრის" ხელმძღვანელი დავით ტატიშვილი შეხვდნენ.

ნახევარმარათონში მონაწილეობას 50-მდე მონაწილე მიიღებს. აღსანიშნავია, რომ გარბენზე დარეგისტრირდნენ ესტონეთის, თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის წარმომადგენლებიც.

სპორტსმენთა მაჩვენებლებს გერმანული ელექტრონული სისტემა Datacapo დააფიქსირებს. გამარჯვებულები მედლებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდებიან შემდეგ კატეგორიებში:

მამაკაცები

I კატეგორია: 35-დან 45 წლამდე
II კატეგორია: 45-დან 60 წლამდე
III კატეგორია: 60-75+

ქალები

35+

ასევე სპეციალური პრიზებით დაჯილდოვდებიან მარათონის აბსოლუტური გამრჯვებულები.

მთავრობაში პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების მიმართულებით ახალი ინიციატივა შევა

20 აპრილი, 2018 , 15:35

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეიმუშავა ახალი ინიციატივა პლასტიკის პარკების გამოყენების შემცირების მიმართულებით და ასევე, გარემოს დაბინძურების პრევენციის კუთხით. შესაბამისი განცხადება ჟურნალისტებთან გა

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის პასუხი „ნტვ-პლუსის“ ავტორიზაციის შესახებ საია-ს განცხადებაზე

20 აპრილი, 2018 , 15:35

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია გამოეხმაურა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებას, რომლის თანახმად კომისია არ იყო უფლებამოსილი, „ნტვ-პლუსისთვის“ ავტორიზაციის გავლის

აგარის ქარხნის თანამშრომლები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავენ

20 აპრილი, 2018 , 15:35

აგარის ქარხნის თანამშრომლები და მათი მხარდამჭერები თბილისში მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას მართავენ. შეკრებილები ქარხნის დახურვას აპროტესტებენ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. აგარის ქარხნის თანამშრომლები

თბილისისა და ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

20 აპრილი, 2018 , 15:35

ბაქოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ბაქოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვია და რექტორს, აბელ მაჰერამოვს შეხვდა. შეხვედრას თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის რექტორი

კახა კალაძემ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა

20 აპრილი, 2018 , 15:35

თბილისის მერმა კახა კალაძემ სასტუმრო „ბილტმორში“ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტი წარადგინა. კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში ღამის ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის განვითარებული ქვეყნებიდან სა

თუ ფაროსანა აღმოსავლეთ საქართველოშიც გამოჩნდება, სამინისტრო მზადაა, მავნებელთან ბრძოლის შესაბამისი კამპანია დაგეგმოს - ნოდარ კერესელიძე

20 აპრილი, 2018 , 14:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილის, ნოდარ კერესელიძის განცხადებით, აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისთვის მიმდინარეობს მონიტორინგის სისტემის განთავსება მთელი საქართველოს მასშტაბით, მათ შორი

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე