უახლესი ამბები
- 24.04.2024 18:09Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
- 24.04.2024 15:01სასამართლომ ირაკლი კუპრაძეს 2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
- 24.04.2024 14:53სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი
- 24.04.2024 14:41დღეს რუსთაველებმა ნათლად დაინახეს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ღია თანამშრომლობის თვალსაჩინო მაგალითი - პარტია „გახარია საქართველოსთვის“
- 24.04.2024 14:16იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს
არქივი
პოლიტიკა
ლიტვა მოუწოდებს უკრაინას, მისცეს საშუალება მიხეილ სააკაშვილს, სასამართლოს წესით დაიცვას უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის უფლება - ლინას ლინკევიჩუსი
ლიტვა მოუწოდებს უკრაინას, მისცეს საშუალება მიხეილ სააკაშვილს, რომ სასამართლოს წესით დაიცვას უკრაინის მოქალაქეობის აღდგენის უფლება, - განუცხადა ჟურნალისტებს ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩუსმა.
„სააკაშვილს უნდა მისცენ შესაძლებლობა, დაიცვას თავისი უფლებები გამჭვირვალე სასამართლოს გზით“, - განაცხადა ლინას ლინკევიჩუსმა.
მისივე თქმით, ოდესის ყოფილი გუბერნატორი საერთაშორისო სამართლის ნორმების თვალსაზრისით რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.
დიპლომატის განცხადებით, ლიტვა კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს უკრაინას, თუმცა ამავე დროს, მოითხოვს, რომ უკრაინაში არ შეიზღუდოს ოპოზიციის უფლებები.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ევროპარლამენტის ლიტველი დეპუტატი, პიატრას აუშტრავიჩუსი მიხეილ სააკაშვილისთვის ლიტვის მოქალაქეობის მინიჭების ინიციატივით გამოვიდა.
ნინო ექვთიმიშვილი