უახლესი ამბები
- 05.03.2021 12:25იმ ექვსი პუნქტიდან, რომელიც ოპოზიციამ დააყენა, ოთხ პუნქტთან დაკავშირებით ჩვენ უკვე ვმუშაობთ, ახლა საქმე მათ მხარეს არის - შალვა პაპუაშვილი
- 05.03.2021 12:25აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამაგალითო თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაძლიერდება - დავით ზალკალიანი
- 05.03.2021 12:25მიხეილ სარჯველაძემ და შალვა პაპუაშვილმა „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონპროექტის პრეზენტაცია გამართეს
- 05.03.2021 12:25ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ნამახვანჰესის ხელშეკრულებაზე გამოქვეყნებული შეფასებები სპეკულატიური და დილეტანტურია - ეკონომიკის სამინისტრო
- 05.03.2021 11:55ჩვენ ევროკავშირში წავალთ ჩვენი ხედვით, კონსტიტუციური ჩარჩოთი, რომ ადამიანები, რომლებმაც მიიღეს ხმა, უნდა შებრძანდნენ პარლამენტში - სოზარ სუბარი
- 05.03.2021 11:55პროფესიულ კოლეჯ „მოდუსში“ სასწავლო პროცესი უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მიმდინარეობს - თამარ ქიტიაშვილი
- 05.03.2021 11:00თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს მიმართავს: გრცხვენოდეთ, ბატონო სერგო!
- 05.03.2021 10:41როგორ გადავიხადოთ კომუნალურები მარტივად
- 05.03.2021 10:32საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- 05.03.2021 10:20ანონსი - 05.03.21
არქივი
კომენტარი


ლოგიკა მიდის იქითკენ, რომ პატრიარქს ახალ დარტყმას უნდა უმზადებდნენ - არჩილ გამზარდია
ჩემი აზრი მიდის იქითკენ, რომ პატრიარქის წინააღმდეგ, ამჯერად ფიზიკურის ნაცვლად მორალური და ძალაუფლებითი დარტყმა უნდა მზადდებოდეს, - ამის შესახებ ანალიტიკოსი და ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს.
,,ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ, ვფიქრობ... ერთადერთი, რაც მოვიფიქრე, ისაა, რომ მიზანში კვლავ პატრიარქია. არა მგონია, კვლავ ფიზიკური ლიკვიდაცია ემუქრებოდეს, მაგრამ ჩემი აზრი მიდის იქითკენ, რომ მის წინააღმდეგ, ამჯერად ფიზიკურის ნაცვლად მორალური და ძალაუფლებითი დარტყმა უნდა მზადდებოდეს.
ეს იგივე მიზნის სხვაგვარი სტრატეგიაა, რაც ერთი წლის წინ მოხდა - ფიზიკური ლიკვიდაციის მცდელობას ვგულისხმობ, რაც სახელმწიფომაც და ეკლესიამაც საგულდაგულოდ დამალა და ჯოხი მხოლოდ ერთ პირზე გადატეხა, ისიც სხვა მოტივით, აბსურდული ბრალდებით - ამჯერად კი ლოგიკა მიდის იქითკენ, რომ პატრიარქს ახალ დარტყმას უნდა უმზადებდნენ, არა ფიზიკურს, არამედ ძალაუფლებითს და მორალურს.
ჯერ ვფიქრობდი, რომ მის მოსაყდრეზე შეიძლება მზადდებოდეს დარტყმა, თუმცა, მგონია რომ მეუფე შიოს არც აქვს სინოდში იმხელა წონა, მის წინააღმდეგ ამ მომენტისათვის შეთქმულება მზადდებოდეს, თუმცა ბოლომდეც ვერ გამოვრიცხავ ამის ალბათობასაც.
თუმცა, უმეტესად, მაინც მგონია რომ სამიზნე კვლავ პატრიარქია და დარტყმას პატრიარქის წინააღმდეგ სინოდის გარკვეული ნაწილი უნდა ამზადებდეს სხვა ხელისშემწყობებთან ერთად (ხელისუფლება, სხვა პოლიტიკური ნაწილი, გარეშე დაინტერესებული ზეგავლენითი ჯგუფები).
პატრიარქისადმი დარტყმის ამ სტრატეგიის მიზანი სავარაუდოდ, მისი ძალაუფლების, ზეგავლენის, რეპუტაციის, მორალური და ფსიქოლოგიური მდგრადობის დანგრევაა, რასაც პრინციპში მოჰყვება ან მისი ფუნქციური ან შესაძლოა ფიზიკური პარალიზებაც კი.
სახელმწიფო ჭაობშია, სასულიერო სივრცე მნიშვნელოვნად ჭაობშია, პროცესებს მართავს მაფია. მსგავსი რისკებიც აქედან მოდის“, - წესრ არჩილ გამზარდია.
საკვანძო სიტყვები:

არ მიმაჩნია მიზანშეწონილად დღეს, საუბარი იმაზე, ვადამდელ არჩევნებამდე, როგორი გზით მივალთ და რაიმე გადაწყვეტილების დაბლოკვა - სალომე სამადაშვილი
4 მარტი, 2021 , 21:18

გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები – ნათია თურნავა
4 მარტი, 2021 , 15:30

ნუ ვეძებთ შავ კატას შავ და ბნელ ოთახში - ირაკლი ქადაგიშვილი
3 მარტი, 2021 , 14:15

მელია დაჭერილი არ არის, გასაღები მის ხელშია და შეუძლია, კარები გააღოს და გამოვიდეს - ლადო კახაძე
3 მარტი, 2021 , 12:55

შევცვლით აქციების ფორმას, რათა ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლაზე საუბრისთვის ზედმეტი საბაბი არ მივცეთ -ზაალ უდუმაშვილი
2 მარტი, 2021 , 17:15

პრემიერი პარლამენტის პიკეტირების მცდელობაზე - ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, უკანონო და დესტრუქციული ქმედებები
2 მარტი, 2021 , 14:55