უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

14 თებერვალი, 2018 16:24
font-size

„ლოიალ კაპიტალ ჯგუფი“ და რომან ფიფია რუსულ `სისტემას` 388 მილიონს ედავებიან

Loyal Capital Group (LCG) - ადვოკატები ვრცელ განცხადებას ავრცელებენ ბიზნესმენ რომან ფიფიას კუთვნილი "ლოიალ კაპიტალის" და რუსულ "სისტემას" შორის არსებული სასამართლო დავის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული: "მაშინ როდესაც კომპანიებს შორის დავა სასამარლოს განხილვის პროცესშია, და როდესაც ინფორმაცია და ფაქტები არასრულადაა ცნობილი, საქმის ირგვლივ მსჯელობა და მითუმეტეს პროცესის შესახებ რაიმე სახის დასკვნების გამოტანა, არამართებულად მიგვაჩნია.

"ლოიალ კაპიტალს" გააჩნია მყარი მტკიცებულებები EAST WEST UNITED BANK-ისა (EWUB -რუსული სისტემის" შვილობილი ბანკი) და რუსულ "სისტემას" არაკანონიერი ქმედებების შესახებ და ასევე იმის თაობაზე, რომ მოხდა ერგბ (EBRD) საკრედიტო ხელშეკრულების მიზანმიმართული საბოტირება EWUB და "სისტემის" მიერ უკანასკნელის ინტერესების გათვალისწინებით.

"ლოიალ კაპიტალს" სხვა მტკიცებულებათა შორის, ასევე გააჩნია დასტური იმის თაობაზე, რომ EWUB -მა დაარღვია ლუქსემბურგის საბანკო კონფიდენციალურობის კანონმდებლობა და აღნიშნულ ბანკს ასევე ჩადენილი აქვს, ლუქსემბურგის საბანკო კანონმდებლობის სხვა მრავალი დარღვევა.

სწორედ ამიტომ, "ლოიალ კაპიტალი" დარწმუნებულია, რომ ლუქსემბურგის სასამართლოში მიმდინარე სააპელაციო პროცესი "ლოიალ კაპიტალის" სასარგებლოდ დასრულდება და კომპანია შეძლებს EWUB-ის სარჩელის გაქარწყლებას და შესაგებელი სარჩელის ირგვლივ მიმდინარე სასამართლო პროცესის მოგებას.

ასევე, ზემოხსენებული ფაქტებიდან გამომდინარე, მიმდინარეობს სისხლის სამართლის კანონმდებლობის შესაძლო დარღვევის გამოკვლევა. ჩვენი, როგორც კომპანიის იურისტების, რეკომენდაციებიდან გამომდინარე "ლოიალ კაპიტალი" თავს იკავებდა პრესასთან აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომუნიკაციაზე.

ლიონელ სპეტი და ლიდი ლორანი

წითელ ხიდზე არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს

20 აგვისტო, 2018 , 14:05

17 აგვისტოს, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი“, არადეკლარირებული სიგარეტის ქვეყნის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებ

ზუგდიდში 41800 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვის ფაქტები გამოვლინდა

20 აგვისტო, 2018 , 14:05

11-17 აგვისტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის განყოფილების თანამშრომლებმა, ზუგდიდის რაიონში განხორციელებული, მიმდინა

ყაზბეგში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს

20 აგვისტო, 2018 , 14:05

18 აგვისტოს, საბაჟო გამშვები პუნქტში ,,ყაზბეგი“, არადეკლარირებული ოქროს, საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, რუსეთის მოქალაქ

გლდანში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

20 აგვისტო, 2018 , 10:40

გლდანის რაიონში, ქუჩაში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გარდაცვლილი უკვე იდენტიფიცირებულია. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამართალდამცველები იმყოფებ

თბილისში `ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის` ოფისი გაქურდეს

18 აგვისტო, 2018 , 14:00

თბილისში "ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" ოფისი გაქურდეს. ოფისი პარტიის წარმომადგენლებს დღეს დილით გატეხილი დახვდათ. ოფისიდან წაღებულია ტექნიკა, სადაც, როგორც პარტიის თავმჯდომარე ამბობს, მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნივთმტკიცებად ამოღებული 5,5 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკები გაანადგურა

18 აგვისტო, 2018 , 12:40

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 200 კილოგრამზე მეტი სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა.  უწყების ინფორმაციით, სისხლის სამართლის 700 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან