უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

26 ნოემბერი, 2020 17:45
font-size

ლოკალური და წერტილოვანი შეზღუდვები შეეხება კონკრეტულ ქალაქებსა და სექტორებს, სადაც ტრადიციულად მობილობა მაღალია - ნათია თურნავა

„ეკონომიკური ზემოქმედების თვალსაზრისით, ინფიცირებულთა გაზრდილი რიცხვი და ეპიდემია გაცილებით უფრო მეტად აზარალებს ეკონომიკას, ვიდრე მოკლევადიანი და ლოკალური შეზღუდვები, რომლის შემდეგაც ჩვენ მოველით, რომ გადავტეხავთ ამ ტენდენციას და შევანელებთ ვირუსის გავრცელებას,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეზღუდვების გამკაცრების შესახებ უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილების შეფასებისას.

მისი თქმით, შეზღუდვების შემოღების აუცილებლობა სახეზეა, თუმცა იქნება ლოკალური, წერტილოვანი, სექტორული და არა საყოველთაო.

„შეზღუდვები იქნება ლოკალური, რადგან კონკრეტულ ქალაქებში განხორციელდება; ასევე არასაყოველთაო, ანუ სექტორული - ის იქნება კონკრეტულ სექტორებზე მიმართული, რომლებიც, ტრადიციულად, ყველგან და არა მხოლოდ საქართველოში, უფრო მეტ მობილობას აგენერირებს. მაგალითად, ესაა არასასურსათო ვაჭრობა, ბაზრობები, რესტორნები, ზამთრის კურორტები,“ - აღნიშნა მინისტრმა.

ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკის სექტორები, რომლებსაც მთავრობის ახალი გადაწყვეტილება შეეხება, საქალაქო ტრანსპორტის გარდა, მხოლოდ ნაწილობრივ იზღუდება.

„ეს ბიზნესები საქმიანობის სხვა ფორმაზე გადავლენ. მაგალითად, რესტორნები იმუშავებენ გატანის სერვისებით. იგივე ვაჭრობის ობიექტები გადავლენ ონლაინ ვაჭრობაზე და მიტანის სერვისზე, რაც უკვე აპრობირებული ფორმაა და ამისთვის ძირითადად არიან მომზადებულები. ამავე დროს, გაგრძელდება საბითუმო ვაჭრობა და სხვა. ჩვენ თანმიმდევრულად ვახორციელებთ ადაპტაციის პოლიტიკას და ამის გამოხატულებაა, რომ შეზღუდვები იქნება კვლავაც ლოკალური, წერტილოვანი და სექტორული და არა საყოველთაო ლოქდაუნი,“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს

16 იანვარი, 2021 , 15:00

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს. “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-მდე გაიზარდა. პარ

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს

16 იანვარი, 2021 , 11:35

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს, დაბადების დღეს ულოცავს. „აკადემიკოსი მზექალა შანიძე იუბილარია, მას 95 წელი შეუსრულდა! ვ

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა

16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფ

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი

16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 2 189 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დ

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი

15 იანვარი, 2021 , 19:59

ფაქტია, რომ გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს გამოსწორება სჭირდება, რასაც ჩვენი კომიტეტიც შეუწყობს ხელს, რათა სეზონი, რომელიც ახლა დგას იმერეთში და გამოირჩევა წვიმითა და თოვლით, კიდევ უფრო დამაზიანებელი არ აღმოჩნ

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ

15 იანვარი, 2021 , 19:35

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩოს ინფორმაციით, საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ. „კოვიდ 19“-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, არსებული ეპიდემიოლოგიური