უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

7 მაისი, 2018 14:10
font-size

ლომბარდების საქმიანობის შესახებ ახალი რეგულაციები, სავარაუდოდ, მაისში დაწესდება

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, ლომბარდების საქმიანობის შესახებ ახალი რეგულაციები, სავარაუდოდ, მაისში დაწესდება.

როგორც მინისტრმა „ფეისბუქზე“ პირდაპირი ეთერის დროს განაცხადა, ე.წ. ეფექტურ საპროცენტო განაკვეთებზე ზედა ზღვარის დაწესება ლომბარდებს და ყველა იმ იურიდულ პირს შეეხება, რომლებიც ფინანსურ სექტორში მოღვაწეობენ.

ლომბარდებისთვის გარკვეული რეგულაციების დაწესებაზე მამუკა ბახტაძემ რამდენიმე კვირის წინაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ლომბარდებში ავტომანქანებისა და უძრავი ქონების გარანტიის სახით მიღება უნდა აიკრძალოს.

„ლომბარდები საქართველოში გარკვეულწილად ჭარბვალიანობის გამოვწვევ მთავარ პრობლემად გადაიქცნენ და უფრო მეტიც, არის შემთვევები, როდესაც ისინი კრიმინალის წამახალისებელი წყაროები გახდნენ. ამიტომაც ახალი თამაშის წესები აუცილებლად გავრცელდება ლომბარდებზეც. ჩვენ გვაქვს კონსულტაციები – ჩვენი მოსაზრება არის ის, რომ ლომბარდებში აიკრძალოს, როგორც ავტომანქანების, ასევე, უძრავი ქონების დალომბარდება“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ლომბარდების საქმიანობის სფერო მკაცრად განსაზღვრული უნდა იყოს.

საკვანძო სიტყვები:

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 ნოემბერი, 2018 , 17:35

15 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.6818 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7045 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 2.27 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა - საქსტატი

15 ნოემბერი, 2018 , 15:15

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ოქტომბერში საარსებო მინიმუმი გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ამ პერიოდში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმმა 173 ლარი და 80 თეთრი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელ

ვაშინგტონში ქართული მეღვინეობის შესახებ კონფერენცია გაიმართა

15 ნოემბერი, 2018 , 14:05

აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონში „ქართული ღვინის პირველი ფორუმი“ ქართული ღვინის კულტურისა და თანამედროვეობისადმი მიძღვნილი კონფერენციით დასრულდა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კონფერენცია აშშ-ს სტრატეგიის

ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

15 ნოემბერი, 2018 , 13:20

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის ოქტომბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 137.2 მლნ აშშ დოლარი (365.0 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 11.6 პროცენტით (14.2 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

15 ნოემბერი, 2018 , 09:00

14 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7045 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7155 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.10 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი

14 ნოემბერი, 2018 , 17:25

14 ნოემბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7045 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7155 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0,011 თეთრი შეადგინა. გაუფასურდა

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`