უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

25 მაისი, 2017 13:50
font-size

ლონდონის ღვინის საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა

ლონდონის საერთაშორისო გამოფენაში „London Wine Fair 2017”, რომელიც 22-24 მაისს საგამოფენო ცენტრ „Kensington Olympia“-ში გაიმართა, ქართული ღვინის მწარმოებელი 17 კომპანია მონაწილეობდა.

როგორც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარმა სპეციალისტმა გიორგი სიხარულიძემ აღნიშნა, გამოფენაზე ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ღვინის პროფესიონალების მხრიდან საკმაოდ დიდი იყო.

„აღნიშნული გამოფენა არის ერთი-ერთი წარმატებული გამოფენა დიდ ბრიტანეთში, რომელიც ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე უამრავ ვიზიტორს იზიდავს. გამოფენას ესწრებიან იმპორტიორები, დისტრიბიუტორები, რესტორნებისა და ბარების მფლობელები, ბლოგერები და მედიის წარმომადგენლები. გამოფენაში მონაწილეობა არის უნიკალური შანსი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიებისთვის, რომ წარუდგინოს საკუთარი პროდუქცია ევროპელ მომხამარებელს, რაც ხელს უწყობს ქართული ღვინის ექსპორტის ზრდას და ბაზარზე ლოიალურობის დამკვიდრებას“ - აღნიშნა გიორგი სიხარულიძემ.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი არის ერთ-ერთი პრიორიტეტული ბაზარი ქართული ღვინისთვის, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტო წლის განმავლობაში სხვადასხვა მარკეტინგულ აქტივობებს ახორციელებს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით „London Wine Fair 2017”-ში მონაწილეობას იღებდა შემდეგი 17 ქართული კომპანია: “კახეთის ტრადიციული მეღვინეობა”, “ქინძმარაული მარანი”, „Georgian Wine Hospitality Investment“, „თბილღვინო“, „CAP-Georgia“, „კახური ღვინის მარანი“, „ასკანელი ძმები“, „შუმი“, „მეღვინეობა ხარება“, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „მილდიანი/ წინანდლის ძველი მარანი“, „მათრობელა ღვინოები“, „გიუაანი“, „ვაზიანი კომპანი“, „ტყუპების ღვინის მარანი“, „მარნისკარი“ და „ჯიმშერი“.

„London Wine Fair 2017”, წელს უკვე 37-ედ ჩატარდა და მასზე მსოფლიოს 40 ქვეყნის 10 ათასამდე დასახელების ღვინო იყო წარმოდგენილი.

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.10 პროცენტით შემცირდა

25 თებერვალი, 2020 , 19:38

2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

25 თებერვალი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ 2020 წლის იანვრის მდგომარეობით. სესხებისა და დეპოზიტების შესახებ ინტერაქ

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შედის

25 თებერვალი, 2020 , 15:05

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტების ინიცირება ბიუროს სხდომაზე მოხდა. განმარტებით

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

25 თებერვალი, 2020 , 14:40

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების აუქციონზე 80 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 5-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც „მედიანიუსს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, აუქციონში მონაწილეობა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8079 ლარი გახდა

24 თებერვალი, 2020 , 17:25

თბილისი. მედიანიუსი. 24.02.20. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8079 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8299 ლარი იყო. შესაბამი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`