უკან

საზოგადოება

10 თებერვალი, 2017 12:30
font-size

ლონდონის მერიაში 835 ადამიანი მუშაობს, თბილისის მერიაში კი 5 700 – „ახალი საქართველო“

პარტია „ახალმა საქართველომ“ ევროპის სხვადასხვა დედაქალაქის მერიაში წერილი გაგზავნა, რომლითაც ინტერესდება, თუ რამდენი ადამიანია ჰყავთ დასაქმებული.

როგორც „ახალ თაობასთან“ საუბარში პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რამდენიმე დღის წინ პარტიამ პასუხი ლონდონის მერიიდან მიიღო. ირკვევა, რომ ლონდონის მერიაში 835 ადამიანია დასაქმებული, მაშინ როდესაც თბილისის მერიაში ეს რიცხვი 5700 დასაქმებულს აღწევს.

„გაირკვა, რომ ლონდონის მერიაში 835 ადამიანი მუშაობს, თბილისის მერიაში კი 5 700 კაცი. ლონდონში 8 278 251 ადამიანი ცხოვრობს, თბილისში - 1 108 717. ფართობით ლონდონი თბილისზე მინიმუმ 2-ჯერ დიდია“,-განაცხადა ხაბეიშვილმა და დასძინა, რომ უახლოეს პერიოდში პასუხებს ამსტერდამიდან, რომიდან, ბერლინიდან და დელიდან ელოდება.

ამასთან, დაზუსტებისთვის პარტიის წევრი ამბობს, რომ 5 700 ადამიანი მხოლოდ მერიაში არ არის დასაქმებული, თუმცა, ამის მიუხედავად, უშუალოდ მერიაში დასაქმებული ადამიანების რაოდენობა, ლონდონის მერიისას მნიშვნელოვნად აღემატება.

„ეს 5 700 ადამიანი გამგეობებში, სსიპებსა და აიპებშია დასაქმებული. უშუალოდ დედაქალაქის მერიასა და მის საქალაქო სამსახურში 1 200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. ლონდონთან შედარებით მაინც სერიოზული უპირატესობა გვაქვს“,-აღნიშნა პოლიტიკოსმა.

გარდა ამისა, მისი თქმით, პარტიამ სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო სტრუქტურებშიც აქვს გაგზავნილი შესაბამისი შინაარსის წერილი.

„საქართველოს სპორტის სამინისტროში გაცილებით მეტი ადამიანია დასაქმებული, ვიდრე მანჩესტერ იუნაითედის ადმინისტრაციაში. არადა, მანჩესტერ იუნაითედის ბიუჯეტი სპორტის სამინისტროს ბიუჯეტზე ასეულობით მილიონით მეტია. რაც მეტია ბიუჯეტი, მით მეტი ხალხი სჭირდება მის ადმინისტრირებას“,-განმარტავს ლევან ხაბეიშვილი.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

ლევან იოსელიანმა აქციაზე დაკავებულები მოინახულა

17 აპრილი, 2024 , 11:34

ზაჰესის იზოლატორში შემოყვანილია ექვსი პირი, დღეს მოვინახულე ისინი, ორი მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე, რაზეც ახსნა-განმარტებას ართმევს ჩვენი წარმომადგენელი და შესაბამისად, ამ ინფორმაციას გადავუგზავნით სპეციალურ ს

საქართველომ სპორტზე თხრობის პირველ ფორუმს უმასპინძლა

16 აპრილი, 2024 , 18:16

საქართველოში სპორტზე თხრობის პირველი ფორუმი გაიმართა. ორდღიანი ღონისძიება EUROPOP-ის ორგანიზებით თბილისში, “Factory Tbilisi-ს“ ტერიტორიაზე მოეწყო. ევროპოპის ფორუმის მომხსენებლები იყვნენ სპორტის სხვადასხვა სფე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი