უკან
მსოფლიო
14 აგვისტო, 2018 15:50
ლონდონის პოლიცია ბრიტანეთის პარლამენტთან დღეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ტერაქტის კვალიფიკაციას ანიჭებს
ლონდონის პოლიცია ბრიტანეთის პარლამენტთან დღეს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, როგორც ტერაქტს განიხილავს.
როგორც ლონდონის პოლიციის განცხადებაშია აღნიშნული, ავტომობილის მძღოლი დაკავებული იყო ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენის ბრალდებით.
ცნობისთვის, დღეს ლონდონში მსუბუქი ავტომობილი პარლამენტის შენობის წინ განთავსებულ უსაფრთხოების ბარიერს შეეჯახა. ინციდენტის შედეგად რამდენიმე ქვეითი დაშავდა.
ნინო ექვთიმიშვილი