უკან

კომენტარი

27 სექტემბერი, 2018 14:45
font-size

ლონდონში კი არა ბანგლადეშში ჩავალთ თუ საჭირო იქნება და ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს - ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იბერიასა` და „ომეგა ჯგუფის` საქმეზე

თუ საჭირო იქნება, ლონდონში კი არა, ბანგლადეშში ჩავალთ და ყველა კითხვას გავცემთ პასუხს, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფთან“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით მიმდინარე პროცესების შეფასებისას.

„ვრცელდება ჩანაწერები, სადაც „ქართულ ოცნებაზე“ საუბრობს ვიღაც, ვისაც არანაირი კავშირი არ აქვს პარტიასთან. ასე შეგვიძლია ჩავწეროთ ფარული ჩანაწერები და ვისაუბროთ იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილს უნდა რაღაცის გაკეთება. ეს არის ძალიან მარტივი რამ. მუდმივად ვრცელდება ორი ადამიანის ჩანაწერები და მათგან არც ერთს „ქართულ ოცნებასთან“ კავშირი არ აქვს. მსგავსი ჩანაწერის გაკეთება ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. აჟიოტაჟის ასატეხი არაფერი არ არის. ახლა არის წინასაარჩევნო კამპანია და ჩვენს ოპონენტებს სურთ აჟიოტაჟის შექმნა, ამიტომ ვრცელდება ორი გაუგებარი ადამიანის ჩანაწერი მუდმივად, სადაც ისინი საუბრობენ „ქართულ ოცნებაზე“, ბიძინა ივანიშვილზე და ა.შ. ხელოვნური მცდელობები იქნება არჩევნების გამო, თუმცა როცა ორი ადამიანი საუბრობს რაღაცა გაუგებარ თემაზე, ეს ვერ იქნება ჩვენთვის აჟიოტაჟის საფუძველი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ხელისუფლება ითხოვს, რომ თუკი ვინმე, მათ შორის ოქუაშვილი და ჩუბინაშვილი საუბრობენ რაიმე დანაშაულზე, იხდიდნენ ქრთამს, მათ უნდა შეეფარდოთ სასჯელი, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ისინი ახდენენ პარტიის დისკრედიტაციას.

კობახიძე ასევე გამოეხმაურა ოპოზიციონერი დეპუტატის ნატო ჩხეიძის განცხადებას, რომელიც ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე თავისი განცხადებებით პირდაპირ მოუწოდებს პროკურატურას თუ როგორ უნდა მოიქცეს.

„დიახ, ეს არის გზავნილი პროკურატურის მიმართ. პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ თუ არის ჩადენილი დანაშაული, უნდა მოხდეს მისი გამოძიება და დაისაჯოს დამნაშავე. მთავარია, რომ ჩვენ გვაქვს ყველა კითხვაზე პასუხი. ლონდონში კი არა ბანგლადეშში ჩავალთ თუ საჭირო იქნება და ყველა კითხვაზე გავცემთ პასუხს“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

საკვანძო სიტყვები:

პარლამენტში სიცრუის დეტექტორი რომ იყოს გაკეთებული, ალბათ, აფეთქდებოდა - რომან გოცირიძე

18 თებერვალი, 2020 , 16:50

ამ სიცრუის მოსმენის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე დიდი სიცრუის დეტექტორიც კი ვერ გაუძლებდა და აქ ამ სიცრუის ფონზე აფეთქდებოდა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხა

ირაკლი შოთაძე არის ღირსეული, პროფესიონალი, რომელმაც შეძლო ხშირად მძიმე გადაწყვეტილებების მიღება და პასუხისმგებლობის აღება - გიორგი გახარია

18 თებერვალი, 2020 , 15:05

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის კანდიდატურის კენჭისყრის საკითხს გამოეხმაურა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შოთაძე პროფესი

„ქართულ ოცნებას“ მაგიდაზე უდევს კომპრომისული წინადადებები, აირჩიონ ნებისმიერი და შეწყვიტონ რეპრესიები - გიგა ბოკერია

18 თებერვალი, 2020 , 13:25

„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიგა ბოკერიას განცხადებით, საზოგადოების დაკვეთა იყო და არის პროპორციული არჩევნები, რომლის პირობაც თავის დროზე დადო ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, ოპოზიციამ მმართველ გუნდს საა

ერთ მომიტინგეზე მოდის ერთი ჟურნალისტი, ორი ოპერატორი და ათი პოლიციელი –მამუკა მდინარაძე

18 თებერვალი, 2020 , 11:50

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტის ეზოში, ჟურნალისტებთან პარლამენტის შენობასთან ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე ისაუბრა. „დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა არის არჩილ თალაკვაძის

იქ არანირი საფუძველი არ ყოფილა, რომ ოდესმე ამ საკითხზე დაიწყოს გამოძიება — ირაკლი შოთაძე

17 თებერვალი, 2020 , 20:33

გენერალური პროკურორობის კანდიდატის, ირაკლი შოთაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილთან ბიზნესცენტრში მამუკა ხაზარაძის და ვანო ჩხარტიშვილის შეხვედრაზე არაფერი ყოფილა ისეთი, რაც გამოძიების საფუძველი გახდებოდა. "კიდევ ერთხელ განვმეო

``ოცნება“ ბოლო დროს ისეთ ნაბიჯებს დგამს, რასაც ლოგიკა დიდი ხანია აღარ ახლავს- დავით ჭიჭინაძე

17 თებერვალი, 2020 , 17:10

პოლიტიკური მოძრაობის - ‘’ტრიბუნა’’ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე განცხადებას აკეთებს ირაკლი შოთაძის პროკურატურაში მეორედ მობრუნებაზე. ''შოთაძე ადრეც კონკრეტული ფინანსური ჯგუფის ინტერესების გამტარებელი და

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`