უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

23 მაისი, 2018 20:15
font-size

ლონდონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩომ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო კონცერტი და მიღება გამართა. ღონისძიება ქ. ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ "Lansdowne Club"–ში ჩატარდა.


დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და დიდი ბრიტანეთის ევროპისა და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა.

საქართველოს ელჩმა თავის სიტყვაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მნიშვნელობაზე და მისი არსებობის ხანმოკლე პერიოდში განხორციელებულ მიღწევებზე ისაუბრა, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა თანამდროვე ქართულ სახელმწიფოს. მან ასევე, ხაზი გაუსვა დემოკრატიული განვითარებისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს.

„1918 წელს, რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა წარმოიქმნა როგორც უნიკალური ექსპერიმენტი. საქართველო იყო პირველი ევროპული სოციალურ დემოკრატიული, მრავალეთნიკური სახელმწიფო, იმ პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული კონსტიტუციით, სადაც გარანტირებული იყო ქალთა არჩევნებში მონაწილეობის უფლება, თავისუფლებისა და თანასწორობის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების დაცვა“ - აღნიშნა ელჩმა, თამარ ბერუჩაშვილმა.

თავის გამოსვლაში თამარ ბერუჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ბრიტანულ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა დიდი ბრიტანეთის წვლილი საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ასევე, ისაუბრა ორ ქვეყნას შორის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობაზე საერთო ღირებულებების, ინტერესებისა და გამოწვევების გათვალისწინებით.

თავის მისასალმებელ სიტყვაში, სახელმწიფო მინისტრმა სერ ალან დანკანმა, ბრიტანეთის მთავრობის სახელით, ქართულ მხარეს მიულოცა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილე. მან ისაუბრა საქართველო-ბრიტანეთის სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ, ხაზი გაუსვა რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ და ქართულ მხარეს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა ქ. სოლსბერიში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით. სერ ალან დანკანმა, ასევე აღნიშნა, რომ ბრიტანეთი აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით.

კულტურული პროგრამა წარმოადგინა ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებმა, ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის ქართული საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდმა, ქართულმა ცეკვის ანსამბლმა „ფესვები“, სამხატვრო სტუდიამ „გონიერი“ და ბრიტანულმა ფოლკლორულმა ანსამბლმა „მასპინძელი“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო სტრუქტურების, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ლორდთა და თემთა პალატის წევრები, ლონდონში აკრედიტებული უცხო ქვეყნის დიპლომატიური მისიების და საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნესის, კულტურის, მედიისა და საქართველოს დიასპორის წარმომადგენლები. სტუმრებს შორის იყვნენ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალური მდივანი კიტაკ ლიმი, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საქართველოს საკითხებზე პარტიათაშორისი საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ჯონათან ჯანოღლი, საქართველოში ვაჭრობის საკითხებში დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენლი, პარლამენტის წევრი მარკ პრიტჩარდი, თავდაცვის სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის დირექტორატის დელეგაცია.

ჰოლანდიაში პირველი გენდერულად ნეიტრალური პასპორტი გაიცა

20 ოქტომბერი, 2018 , 13:00

57 წლის ლეონ ზეეჰესი ბიოლოგიურად მამაკაცად დაიბადა, თუმცა 2001 წელს გადაწყვიტა სქესის შეცვლის ოპერაცია ჩაეტარებინა. ის ახლა თავს ინტერსექსუალად მიიჩნევს. ზეეჰესმა სასამართლოს გზით მიაღწია იმას, რომ მასზე გაიცა პასპორტი,

ჯამალ ჰაშოღჯი ჩხუბის დროს დაიღუპა - საუდის არაბეთის ხელისუფლებამ დუმილი დაარღვია

20 ოქტომბერი, 2018 , 13:00

საუდის არაბეთის მთავრობის განცხადებით, ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოღჯი დაიღუპა სტამბულში, საუდის არაბეთის საკონსულოში მომხდარი ჩხუბის დროს.  ერ-რიადმა პირველად აღაიარა ჰაშოღჯის დაღუპვა, მანამდე საუდის არაბეთი უარყოფდა რამე

იტალიაში ქართველი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

19 ოქტომბერი, 2018 , 11:25

იტალიაში, ქალაქ ბა¬რი¬ში ქართველი მამაკაცის ცხედარი იპოვეს. ადგილობრივი მედიის ცნობით, ის გამვლელებმა ზღვაში, სანაპიროს სიახლოვეს შეამჩნიეს, რის შემდეგაც პოლიციას მიმართეს. წინასწარი ინფორმაციით, ცხედარს ძალადობი

საქართველოს ელჩმა ოლბორგის უნივერსიტეტში ლექცია წაიკითხა

18 ოქტომბერი, 2018 , 13:00

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში, გიგი გიგიაძემ ოლბორგის უნივერსიტეტში წაიკითხა ლექცია, სახელწოდებით- „საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავი და უსაფრთხოების პოლიტიკის გამოწვევები

ქერჩის კოლეჯში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა

18 ოქტომბერი, 2018 , 12:20

რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში, ქალაქ ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში მომხდარი აფეთქებისა და სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 20-მდე გაიზარდა - აქედან 15 სტუდენტია, მათ შორის 11 არასრულწლოვანი. დანარჩენი 5 დაღუპული სასწავლო

ნამდვილი ტერაქტი, როგორც ბესლანში - თვითმხილველთა ინფორმაციით, ქერჩის კოლეჯში აფეთქების შემდეგ სროლის ხმა ისმოდა

17 ოქტომბერი, 2018 , 15:50

ნაციონალური ანტიტეროსტული კომიტეტის განცხადებით, ყირიმის ნახევარკუნძულზე, ქალაქ ქერჩის პოლიტექნიკურ კოლეჯში დაუდგენელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივნის, დმიტრი პესკოვი

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`