უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

30 იანვარი, 2018 14:00
font-size

ლორა თორნტონმა ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო ბოდიში მოიხადა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა, ლორა თორნტონმა ფეისბუქზე დაწერილი პოსტის გამო ბოდიში მოიხადა.

თორნტონის განმარტებით, მისი მიზანი არ ყოფილა, საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის ზიანის მიყენება.

„კომენტარი გავაკეთე ჩემს პირად გვერდზე სოციალურ მედიაში, რომელიც შეიძლება ინტერპრეტირებული იყოს, როგორც არასამართლიანი საქართველოსთვის ან საქართველო-აშშ-ის ურთიერთობებისთვის. ბოდიშს ვიხდი ამისთვის, ეს არ ყოფილა ჩემი მიზანი. მე მჯერა მტკიცე ურთიერთობების, რომლებიც დაფუძნებულია საერთო ღირებულებებსა და ინტერესებზე. NDI-ის ოფისი იმ სამუშაოს ერთგულია, რომელსაც საქართველოში ასრულებს“, - დაწერა თორნტონმა.

შეგახსენებთ, NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელი საკუთარ ფეისბუკგვერდზე 23 იანვარს ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. თორნტონმა ყურადღება გაამახვილა ჟურნალისტის შეკითხვაზე, რომელიც ეხებოდა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის 16-18 იანვარს გამოქვეყნებულ კვლევას. წამყვანმა სთხოვა თორნტონს, განემარტა, რა მიზანი ჰქონდა კვლევაში ისეთი კითხვის დასმას, როგორიცაა „რომელი ქვეყანა უფრო ძლიერია სამხედრო თვალსაზრისით - რუსეთი თუ აშშ?“, რაზეც გამოკითხულთა 41%-მა რუსეთი დაასახელა, ხოლო 36%-მა -აშშ. ჟურნალისტი დაინტერესდა, ხომ არ ცდილობდა ორგანიზაცია ამგვარ კითხვებზე მიღებული პასუხებით აშშ-ის პრეზიდენტისთვის მისი საგარეო პოლიტიკის ხარვეზების შეხსენებას.

როგორც თორნტონმა შემდგომ ფეისბუქზე დაწერა, ჟურნალისტის შეკითხვა სასაცილო იყო, რადგან კვლევის შედეგები არ ემსახურებოდა აშშ-ის პრეზიდენტის რუსეთთან დაპირისპირების ლობირებას. NDI-ის ქართული ოფისის ხელმძღვანელის თქმით, დონალდ ტრამპი, სავარაუდოდ, არც ადევნებს თვალს მათი ორგანიზაციის კვლევებს, ხოლო „რუკაზე საქართველოს ვერც იპოვის“.

ამ პოსტის გამო მმართველმა პარტიამ თორნტონისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა.

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, არის არასწორი - ირაკლი კობახიძე

27 თებერვალი, 2020 , 15:30

“ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ჩვენ თითქოს შევთავაზეთ ოპოზიციას 110/40-ზე, ეს ინფორმაცია არის არასწორი, ” - ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში შეკრებ

საუბარი იყო კონსტრუქციული - ელიზაბეთ რუდი

27 თებერვალი, 2020 , 14:55

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არაფორმალურმა შეხვედრამ კონტრუქციულ რეჟიმში ჩაიარა. ამის შესახებ საქართველოში ამერიკის ელჩის მოადგილე ელიზაბეთ რუდმა ევროკავშირის ელჩის რეზიდენციაში, დიპლომატების ორგანიზებით ხელისუფლებას

ხელისუფლების ახალ საარჩევნო წინადადება - 110 პროპორციული, 40 მაჟორიტარული

27 თებერვალი, 2020 , 14:14

ხელისუფლებამ ოპოზიციას საპარლამენტო მანდატების განაწილების ახალი პროპორცია შესთავაზა, რომლის მიხედვითაც 110 დეპუტატი პროპორციული სისტემით აირჩევა, ხოლო 40 - მაჟორიტარულით.  ინფორმაცია მედიას „ახალი საქართველოს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ახალი საბინაო პოლიტიკის განხორციელება დაიწყო

26 თებერვალი, 2020 , 16:40

საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მრავალწლიანი პროფესიული სამხედრო კარიერისა და ქვეყნის სამსახურის დაფასების მიზნით, თავდაცვის უწყება სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს ღირსეული

ვანო მერაბიშვილი ხვალ პოლონეთში მიემგზავრება

26 თებერვალი, 2020 , 16:30

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება რამდენიმე დღის წინ დატოვა, ხვალ პოლონეთში მიემგზავრება. ინფორმაცია მერაბიშვილის „ფეისბ

ევროპის საბჭოს მინისტერიალი, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება

26 თებერვალი, 2020 , 16:20

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 130-ე სესია, თბილისის ნაცვლად, სტრასბურგში გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც ამ წუთებში მიმდინარეობს. მისი თ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`