უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

22 მაისი, 2019 14:30
font-size

“ლუფთანზა” თბილისიდან მიუნხენის მიმართულებით ორ ავიარეისს ამატებს

„ლუფთანზამ“ თბილისი-მიუნხენის(გერმანია) ორი ავიარეისი დაამატა და ჯამში მგზავრებს ამ მიმართულებით 9 ყოველკვირეულ რეისს სთავაზობს. სამშაბათსა და შაბათს დაგეგმილ დილის რეისებთან ერთად (გამგზავრება: 05:05), ხელმისაწვდომი იქნება მეორე, შუადღის რეისიც. აღნიშნული ფრენა 15:55 საათზე შესრულდება თანამედროვე ეარბას A320 თვითმფრინავით, რომელიც მიუნხენის ჰაბში 18:00 საათზე ჩაფრინდება. სამშაბათსა და შაბათს, 09:00 საათზე ასევე ხელმისაწვდომია ავიარეისები მიუნხენი-თბილისის მიმართულებით.

დამატებითი რეისებით ავიაკომპანია უფრო დიდ არჩევანს სთავაზობს მგზავრებს - განსაკუთრებით კი მათ, ვინც მიუნხენის გავლით ევროპაში, აზიასა თუ ჩრდილოეთ ამერიკაში მიემგზავრებიან.

„ლუფთანზას“ ყველა მგზავრს საშუალება აქვს, მიუნხენიდან გადაადგილდეს 46 ქვეყნის 140 მიმართულებით. თბილისიდან ორი ახალი ავიარეისის დამატება აღნიშნულ რეისზე მგზავრთნაკადის 14%-იან ზრდას განაპირობებს. სწორედ მიუნხენშია „ლუფთანზას“ ერთ-ერთი ძირითადი ჰაბი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე და კომფორტული ტერმინალით. ტერმინალს Skytrax 5-Star ჯილდოც აქვს მიღებული.

“ცხრა ყოველკვირეული რეისის არსებობით, საქართველოს დედაქალაქიდან მიმავალ თუ თბილისში მომავალ მგზავრებს უფრო დიდი არჩევანის საშუალება აქვთ. „ლუფთანზას“ დამატებითი რეისები ეხმაურება მგზავრების დიდ მოთხოვნას, რომელსაც ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა და თბილისისა თუ რეგიონების მასშტაბით ვიზიტორების მზარდი რაოდენობა განაპირობებს. „ლუფთანზას“ მოღვაწეობა საქართველოში ცხადი პოზიტიური მაგალითია იმისა, რომ ჩვენს გრძელვადიან და მდგრად სტრატეგიას ზრდისა და წარმატებისკენ მივყავართ“ - აღნიშნა შტეფან კროიცფეინტერმა, „ლუფთანზას“ გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტმა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში, 22 მაისს, თბილისში ოფიციალური ვიზიტის დროს.

2005 წლის 5 ივნისს ლუფთანზას თვითმფრინავი საქართველოში პირველად ჩამოფრინდა. მას შემდეგ, ბოლო 14 წლის განმავლობაში, ლუფთანზა იქცა საიმედო ბმულად, რომელიც საქართველოს ევროპის გულთან აკავშირებს და თბილისსა და მიუნხენს შორისა თუ მის ფარგლებს გარეთ მილიონზე მეტი მგზავრის გადაადგილებას უზრუნველყოფს. ქართელ მგზავრებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩრდილოეთ ამერიკის მიმართულებები. ლუფთანზას ერთ-ერთ ავიაგადამზიდს, „ავსტრიის ავიახაზებს“ საქართველოში მოღვაწეობის კიდევ უფრო დიდი ისტორია აქვს. „ავსტრიის ავიახაზებმა“ თბილისიდან ოპერირება ჯერ კიდევ 1998 წელს დაიწყო და 2010 წლამდე განაგრძობდა. ამჟამად „ავსტრიის ავიახაზები“ „ჯორჯიან ეარვეისთან“ თანამშრომლობს და მგზავრებს სთავაზობს რეისებს ვენის მიმართულებით.

„საქართველო „ლუფთანზას“ წარმატების მაგალითია. ეს მაგალითი ნათლად გვიჩვენებს, რომ გამარტივებული სამოგზაურო რეგულაციები ხელს უწყობს ტურიზმის განვითარებას. „ლუფთანზა იყო ერთ-ერთი პირველი დასავლეთ ევროპული ავიაკომპანია, რომელმაც თბილისში ოპერირება დაიწყო“ - აღნიშნა რენე კოინზეკმა, „ლუფთანზას“ გაყიდვების გენერალურმა მენეჯერმა საქართველოში.

თბილისი-მიუნხენისა და მიუნხენი-თბილისის რეისის ბილეთის ფასი 791 ლარიდან იწყება, ხოლო მიუნხენის გავლით თბილისი-ნიუ იორკის რეისის ბილეთის ფასი - 2,274 ლარიდან. ბილეთების დაჯავშნა შესაძლებელია lufthansa.com-ზე ან ნებისმიერი ტურისტული სააგენტოს მეშვეობით.

საშუალოვადიან პერიოდში საქართველო იქნება ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ეკონომიკა ევროპასა და რეგიონის ქვეყნებს შორის - ლევან დავითაშვილი

22 აპრილი, 2024 , 10:48

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ეკონომიკაში არსებულ ტენდენციებსა და მათი განვითარების პროგნოზებზე, ეკონომიკის სექტორულ პრიორიტეტებსა და გამოწვევე

კაპიტალის ბაზარი სწრაფად ვითარდება, რეფორმა აქტიურ ფაზაში შევიდა და საპენსიო ფონდის როლი მნიშვნელოვნად იზრდება - ირაკლი ნადარეიშვილი

5 აპრილი, 2024 , 14:03

სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე, იმ დინამიკაზე როდესაც ვსაუბრობთ, რომელიც ფიქსირდება საქართველოს ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და საკითხი, რომელიც ყოველთვის დგება განვითარებად ეკონომიკებში, არის

საქართველოში დაბალ ინფლაციას მიზნობრივ სამპროცენტიან მაჩვენებელთან ნორმალიზება, ასევე მსოფლიოში სურსათის ფასების შემცირება განაპირობებს - ეროვნული ბანკი

5 აპრილი, 2024 , 12:48

2024 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 0.5% შეადგინა, ხოლო თებერვალთან შედარებით ფასები 0.01%-ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას, ერთი მხრივ, ადგილობრივ

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

29 მარტი, 2024 , 11:41

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 9.5 პროცენტი შეადგინა, ხოლო იანვარი-თებერვლის საშუალო მაჩვენებელი 7

ცოდნაზე დაფუძნებული, ინოვაციური ეკონომიკის განვითარებას ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს - ირაკლი კობახიძე

19 მარტი, 2024 , 12:27

მინდა, მივულოცო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილე, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი