უახლესი ამბები
- 17.04.2024 15:51სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე
- 17.04.2024 15:40პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 82 ხმით მხარი დაუჭირა “საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებს
- 17.04.2024 14:54ამ პირობებში პარლამენტში ყოფნას ჩემთვის არც პოლიტიკური აზრი და არც მორალური გამართლება გააჩნია - გრიგოლ ვაშაძე
- 17.04.2024 13:38თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება
- 17.04.2024 13:30`საქართველოსთვის` დეპუტატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს
- 17.04.2024 12:54გთავაზობთ საერთო სიის გზით სიარულს ნეიტრალურ პლატფორმაზე, არა რომელიმე პარტიის ქვეშ, არამედ ნეიტრალურ პარტიაზე - მიხეილ სააკაშვილი
- 17.04.2024 12:28ეს არის ტყუილი, რასაც ხელისუფლების წარმომადგენლები და მომხრეები ამბობენ - გოჩა მირცხულავა
- 17.04.2024 12:21საკუთარი ქვეყნის ხელისუფლებას უჩივის სხვა ქვეყნის ხელისუფლებაში -პაპუაშვილი პრეზიდენტზე
- 17.04.2024 12:14პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი
არქივი
მსოფლიო
ლუგარის ცენტრში აშშ ბიოლოგიურ იარაღს არ ქმნის, ეს საერთოდ აშშ-ს ობიექტი არაა - აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი
აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ერიკ პაჰონმა აბსურდული უწოდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილი მინისტრის, იგორ გიორგაძის ბრალდებას აშშ-ის მიერ საქართველოში ხალხზე საიდუმლო ექსპერიმენტების ჩატარების შესახებ. ამის შესახებ პაჰონმა რუსულ „რია ნოვოსტის“ განუცხადა.
„ბრალდებები, რომლებიც გაჟღერდა, აბსოლუტურად აბსურდულია. ლუგარის ცენტრში აშშ ბიოლოგიურ იარაღს არ ქმნის. ეს საერთოდ აშშ-ს ობიექტი არაა“, - განაცხადა პაჰონმა.
მან აღნიშნა, რომ რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრი ეკუთვნის და იმართება საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.
„ლუგარის ცენტრის მისია მოქალაქეების ბიოლოგიური საფრთხისგან დაცვა, ინფექციური დაავადებების აღმოჩენის გზით ადამიანებისა და ცხოველების ჯანდაცვის მხარდაჭერა, საქართველოს, კავკასიისა და მსოფლიოს ინტერესებიდან გამომდინარე ეპიდემიოლოგიური ზედამხედველობა და კვლევების ხელშეწყობაა“, - აღნიშნა პაჰონმა.