უკან

პოლიტიკა

21 ივნისი, 2022 14:40
font-size

როსტომ ჩხეიძე: რეკს ბედისწერის ზარები, რეკს იმედიანადაც და რეკს ავისმომასწავებლადაც – იმისდა კვალობაზე, რა გზას ავირჩევთ ჩვენ თვითონვე

სიმყიფეს ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტისა ბევრწილად განსაზღვრავს ხელისუფლების კოლაბორაციონისტული პოლიტიკა, კეთილგონიერებას ამოფარებული დათმობანი (არ ვამბობ: ფარული გარიგებანი) რუსეთის წინაშე და მოწყვეტის მცდელობა მსოფლიო-ისტორიული პროცესებიდან, - ამის შესახებ დეპუტატმა როსტომ ჩხეიძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„რეკს ბედისწერის ზარები, რეკს იმედიანადაც და რეკს ავისმომასწავებლადაც – იმისდა კვალობაზე, რა გზას ავირჩევთ ჩვენ თვითონვე.

დავადასტურებთ თუ არა კონსტიტუციურ მოთხოვნას დასავლური სამყაროსაკენ სწრაფვისა, თორემ 78-ე მუხლი, რომელიც შეეხება ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს ინტეგრაციას, ისეთივე არაფრისმთქმელი და უშინაარსო შეიქნება, როგორც საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში ჩაწერილი სტრიქონი, რესპუბლიკებს თავიანთ ნებისად რომ შეეძლოთ გამოსვლა უფროსი რუსი ძმის მფლობელობიდან, რაც ჩვენც სრულ გადაგვარებას გვიქადდა, ამ ხალხთა საპყრობილის დანგრევა რომ არა.

აგერ ჩვენს თვალწინ იელვებდა საშიშროება რუსეთის იმპერიის აღდგენისა, ბედისწერის ზარებს კვლავ რომ უნდა ჩამოერეკა და დავეყენებინეთ არჩევანის წინაშე:

გზა ჭეშმარიტებისა თუ გზა სიცრუისა.

გზა თავისუფლებისა თუ გზა მონობისა.

გზა ბუნებრივი განვითარებისა თუ გზა უფსკრულში ჩაჩეხვისა.

საბედისწეროდ უნდა აღმართულიყო 2022 წელი.

გულზე მწარედ ამოგვჭრია თუ ამოგვკორტნია საბედისწერო თარიღები:
1801 თუ 1921.

თუმც სადღაც მიფარულა 1957 წელი – კინაღამ საბედისწეროდ გადაქცეული, რადგანაც: კრემლი მოინდომებდა ქართველობის დედაწულიანად აყრასა და გადასახლებას ციმბირში, აქ კი, ჩვენს საცხოვრისში რუსების ჩამოსახლებას.

მაშინ თვით კომუნისტური ხელისუფლებაც საქართველოსი გამოიდებდა თავს და შეძლებდა ქართველობისათვის აერიდებინა ეს ტრაგედია, რომელიც თავისებურ გამოძახილს ჰპოვებდა გალაკტიონ ტაბიძის მინიპოემაში, ეპოქის სულს ასე ხელშესახებად და თვალნათლივ რომ გამოხატავდა:

ეს ვალიას, ეს თედორეს,
ეს ტარიელს, ეს კი მოსეს.
ჯერ ვითვლებით ქართველებად,
თუ არ გაგვაესკიმოსეს!

და კვლავ იმავე საფრთხის წინაშე აღმოვჩენილვართ, თუმც გარეგნულად დამოუკიდებელი სახელმწიფო დაგვრქმევია.

სიმყიფეს ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტისა ბევრწილად განსაზღვრავს ხელისუფლების კოლაბორაციონისტული პოლიტიკა, კეთილგონიერებას ამოფარებული დათმობანი (არ ვამბობ: ფარული გარიგებანი) რუსეთის წინაშე და მოწყვეტის მცდელობა მსოფლიო-ისტორიული პროცესებიდან.
და მმართველ პარტიას სხვა რა შეიძლება ვუთხრათ, თუ არა გავუმეოროთ გალაკტიონის მწარე, გაუსაძლისი ტკივილი:

ჯერ ვითვლებით ქართველებად, თუ არ გაგვაესკიმოსებთ!

ზარი კი რეკს ბედისწერის შემახსენებლადაც და ჩვენი მოქალაქეობრივი ვალისაც.

და ნურც ჩვენ ვიკითხავთ, ვისთვის რეკს ზარი.

ის რეკს ჩვენთვის!..“ - განაცხადა როსტომ ჩხეიძემ.

ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული კანონპროექტის დაინიცირების გამო - მეთიუ მილერი

18 აპრილი, 2024 , 19:05

ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ შესახებ  კანონის ხელახლა დაინიცირების გამო, - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო

“ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის” - ექვსი ოპოზიციური პარტია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

18 აპრილი, 2024 , 18:29

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები – „ახალი“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „სტრატ

პაატა კვიჟინაძე ოპოზიციას - ერთ პიროვნებაზე იძახდით, გარბის საქართველოდან, გაფრინდაო, ახლა ამბობთ, შემოდის და აქ აბანდებსო, გაერკვიეთ, რა გინდათ

18 აპრილი, 2024 , 14:47

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, ოფშორიდან კომპანიები თუ არ შემოვლენ, ქვეყანას არც ზარალი ექნება და არც მოგება, მაგრამ თუ საქართველო შეძლებს კომპანიების დაინტერესებას,

ივანიშვილი იღებს ზომებს, სანქციების შემთხვევაში ფული საქართველოში გადაიტანოს - ევროპარლამენტარი

18 აპრილი, 2024 , 13:57

ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებს: სანქციების შემთხვევაში, მან თავის ფული საქართველოში უნდა გადაიტანოს, - წერს სოციალურ ქსელში, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „ბიძინა ივანიშვილი წინასწარ ზომებს იღებ

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია - სალომე ზურაბიშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:41

გენდერული კვოტირების გაუქმება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე კიდევ ერთი უკან გადადგმული ნაბიჯია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. „გენდერული კვოტირებ

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს - თინა ბოკუჩავა

18 აპრილი, 2024 , 13:30

რუსული კანონის კვალდაკვალ, დღეს თქვენ იღებთ რუსული ფულის კანონს, - ასე მიმართა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის სხდომაზე უმრავლესობის წევრებს, სა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი