უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 იანვარი, 2024 14:35
font-size

ქართველი ხალხის 80 პროცენტს სურს ცვლილებები, სურს ყავდეს ხელისუფლება, რომელიც კი არ პარავს, არამედ ემსახურება მათ - ნიკა ობოლაძე

ქართველი ხალხის 80 პროცენტს სურს ცვლილებები, სურს ყავდეს ხელისუფლება, რომელიც კი არ პარავს, არამედ ემსახურება მათ, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკა ობოლაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ საუბრობს საკუთარ სურვილებზე და საკუთარ რიცხვებზე, ქართველ ხალხს კი სხვა სურვილები აქვს.

„ხელისუფლება საუბრობს საკუთარ სურვილებზე და საკუთარ რიცხვებზე. მათ სურთ ხელისუფლების შენარჩუნება ყველა გზით, რადგან კვლავ ჰქონდეთ დრო, ქართველი ხალხის ძარცვისთვის და მათთვის ნორმალური ცხოვრების შანსის მოპარვისთვის. „ოცნებას“ მხოლოდ საკუთარი კეთილდღეობის მიზნები ამოძრავებს, მხოლოდ ის უნდათ, რომ მათმა შვილებმა ჩარტერით იფრინონ და არ ადარდებთ სხვისი შვილები, რომლებიც საცობში გაჩერებულ, გადაჭედილ ავტობუსებში ატარებენ დროის დიდ ნაწილს.

საქართველოს მოქალაქეებს აქვთ სხვა სურვილები და სხვა რიცხვები. ქართველ ხალხს სურს აქ, ამ მიწაზე, საქართველოში ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობა, სურთ, რომ არ უწევდეთ ქვეყნის დატოვება მინიმალური ანაზღაურების საძიებლად, სურთ, რომ ცხოვრობდნენ საკუთარ სამშობლოში და ჰქონდეთ ნორმალური სამსახური, იყოს სტაბილური ფასები და გააჩნდეთ მომავლის პერსპექტივა.

რეალურად, ადამიანების 80 %-ს სურს ცვლილებები, სურს ჰყავდეს ხელისუფლება რომელიც კი არ იპარავს, არამედ ემსახურება მათ, სურს ევროკავშირში ინტეგრაცია რადგან საქართველოში, ნორმალური საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად, ყველაზე მოკლე გზა ევროკავშირზე გადის.

ქართველი ხალხის სურვილებს კი ეწინააღმდეგება „ოცნება“, ამიტომ, 2024 წელი იქნება ცვლილებების წელი, ახალ საარჩევნო ვადაში საქართველოს ეყოლება ხელისუფლება, რომლის მთავარი საზრუნავი იქნება ხალხის უკეთესი ცხოვრება, რომელიც დაჩქარებულად შეიყვანს ქვეყანას ევროკავშირში, მოიზიდავს ინვესტიციებს, აღმოფხვრის ტოტალურ კორუფციას, გააჩენს მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ბუნებრივად შეაჩერებს მასობრივ ემიგრაციას“, - განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი