უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

10 ოქტომბერი, 2018 17:25
font-size

ლუქსემბურგში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე მინისტერიალი გაიმართა

ლუქსემბურგში გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების აღმოსავლეთ პარტნიორობის მეორე მინისტერიალი გაიმართა. მინისტერიალის ფარგლებში, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების მინისტრებმა, მაღალი თანამდებობის პირებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ცირკულარული ეკონომიკის, ნარჩენების მართვის, ბიოლოგიური მრავალფეროვნებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე იმსჯელეს.

მინისტერიალის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა აღნიშნული მიმართულებებით საქართველოში განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ნინო თანდილაშვილმა ყურადღება საქართველოში პლასტიკის პარკების აკრძალვის საკითხზე, გარემოსდაცვითი შეფასების, ნარჩენების მართვის, წყლის რესურსების მართვის, ატმოსფერული ჰაერის დაცვის, ბიომრავალფეროვნების და კლიმატის ცვლილების მიმართულებით განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე გაამახვილა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის აუცილებლობას, როგორც გამოცდილების გაზიარების, ასევე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით. ლუქსემბურგის დეკლარაციაში ქართული მხარის წინადადებების საფუძველზე ხაზგასმით აღინიშნა ატმოსფერული ჰაერის დაცვისთვის, მათ შორის, მონიტორინგის ქსელის გაძლიერებისთვის ფინანსური დახმარების აუცილებლობა.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი