უკან

მსოფლიო

11 მარტი, 2022 12:25
font-size

დიქტატორებთან მაამებლობა არ მუშაობს, ამას მშვიდობასთან კი არა, ომსა და კონფლიქტთან მივყავართ –ანდერს ფოგ რასმუსენი

დიქტატორებთან მაამებლობა არ მუშაობს, რომ ამას მშვიდობასთან კი არა, ომსა და კონფლიქტთან მივყავართ – ამის შესახებ NAთO-ს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

"2009 წელს, როცა გენერალური მდივანი გავხდი, დავუკავშირდი რუსებს და ვუთხარი - ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტია აი, ასეთი სტრატეგიული პარტნიორობის შემუშავება-მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ერთი წლის წინ ისინი საქართველოს დაესხნენ თავს... მოკლედ, ყველაფერი ვიღონეთ [რუსეთთან მოსაგვარებლად], მაგრამ პუტინმა „არასწორად წაიკითხა“ ჩვენი წინადადება. თუ რამე ვისწავლეთ ამ ყველაფრისგან, ზოგადად ისტორიისგან, არის ის, რომ დიქტატორებთან მაამებლობა არ მუშაობს, რომ ამას მშვიდობასთან კი არა, ომსა და კონფლიქტთან მივყავართ ხოლმე... დღევანდელი გადმოსახედიდან, 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიასა და რუსეთთან მიერთებასაც მოკრძალებული სანქციებით ვუპასუხეთ... და ეს პუტინმა წაიკითხა, როგორც ოფიციალური მიწვევა, კიდევ უფრო ღრმად შეეტოპა. ახლა რაც ჩაიდინა, იმან საბოლოოდ დაადასტურა, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ, ვიდრე აქამდე ვაკეთებდით. ისტორიის ამ გაკვეთილის გამოა, დღეს უპრეცედენტო ერთიანობას რომ ვხედავთ ევროპაში, უპრეცედენტო სანქციებს და ა.შ. ეს კარგია, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ. ჩემი კონკრეტული წინადადება იქნებოდა რუსული გაზისა და ნავთობის იმპორტზე მთლიანად, დაუყოვნებლივ უარის თქმა." – აცხადებს რასმუსენი.

"რადიო თავისუფლების" კითხვას, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ ის "გაცივდა" ნატოს თემის მიმართ მას შემდეგ, რაც დაინახა, რომ ნატოს ეშინია რთული გადაწყვეტილებებისა და რუსეთთან დაპირისპირების", ანდერს ფოგ რასმუსენმა უპასუხა:

"კარგად მესმის, რატომ ამბობს ამას [ვოლოდიმირ ზელენსკი]. მაგრამ ამავდროულად ისიც უნდა გავიაზროთ, თუ რა მასშტაბის რისკთან გვაქვს საქმე - საუბარია კონფრონტაციაზე ორ ბირთვული არსენალის მქონე მხარეს შორის. ესკალაციის რეალური რისკი არსებობს, ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. მეორე მხრივ, უნდა ვთქვა, რომ ნატოს წევრმა ქვეყნებმა მეტი იარაღი და სხვა სამხედრო აღჭურვილობა უნდა მიაწოდონ უკრაინას, და შეეშვან ყოველგვარ ბიუროკრატიას ამ საკითხში. დაუყოვნებლივ უნდა მივაწოდოთ უკრაინას საბრძოლო დრონები, ტანკსაწინააღმდეგო, საზენიტო რაკეტები. ყველაფერი, რაც მათ დაეხმარება იმაში, რომ თავი უკეთ დაიცვას. უნდა გვესმოდეს, რომ დღეს ჩვენ ასეთი არჩევანის წინაშე ვდგავართ: პუტინს ან დღეს ვუპირისპირდებით, ან ხვალ თავადვე მოგვიწევს ვეომოთ, რადგან ის უკრაინით არ დაკმაყოფილდება." – აცხადებს რასმუსენი.

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი