უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

19 სექტემბერი, 2017 15:20
font-size

ლვოვის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განხილვა 22 სექტემბრისთვის გადაიდო

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა დ ოდესის ექს-გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო განხილვა სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის საქმეზე ლვოვის სასამართლომ 22 სექტემებრისთვის გადადო. ამის შესახებ Zaxid.net-ი იუწყება.

სააკაშვილის საქმეზე სასამართლო სხდომა გუშინ გაიმართა. ოდესის ყოფილი გუბერნატორის ადვოკატის მტკიცებით, სააკაშვილის მიერ 12 სექტემბერს ხელმოწერილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა პროტოკოლი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ არასწორად იყო შედგენილი. დაცვამ ასევე მოითხოვა „შეგინის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან მგზავრთა საევაკუაციო გეგმის წარდგენა, რადგან 10 სექტემბრის აქციაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტერიტორია დანაღმული იყო.

სააგენტოს ინფორმაციით, კანონდარღვევის დადასტურების შემთხვევაში „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერს 8 000 გრივნამდე ჯარიმა დაეკისრება.

შეგახსენებთ, 10 სექტემბერს 20 საათზე ოდესის ყოფილი გუბერნატორი თავის მხარდამჭერებთან ერთად სასაზღვრო-გამშვები პუნქტი შეგინი გადაკვეთა.

12 სექტემბერს ლვოვში, სასტუმრო ლეოპოლისის წინ სააკაშვილმა ხელი მოაწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა პროტოკოლს უკრაინის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ.

გამოძიება სააკაშვილის საქმეზე 5 მუხლითაა აღძრული, მათ შორის ხულიგნობაზეც.

ანა მებურიშვილი

გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სასამართლოს სააპელაციო პალატის თავმჯდომარედ აირჩიეს

11 აპრილი, 2024 , 13:17

მოსამართლე გოჩა ლორთქიფანიძე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს უმაღლესი სტრუქტურული ერთეულის - ბოლო ინსტანციის, სააპელაციო პალატის პრეზიდენტად აირჩიეს. აღნიშნული ინფორმაცია სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზ

დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი