უკან

რეგიონები

30 ივლისი, 2016 17:13
font-size

მაჭახელას „თოფის გზა“ ტურისტულმა სააგენტოებმა გაიარეს

ადგილობრივი ტურისტული სააგენტოებისთვის მაჭახელას ხეობაში ინფოტური მოეწყო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ორგანიზებით ტუროპერატორებმა „მაჭახელას თოფის გზა“ გაიარეს. ინფოტურის მიზანი მაჭახელას ისტორიულ-კულტურულ მარშრუტზე არსებული პროდუქტებისა და სერვისების პოპულარიზაციაა, - იტყობინება აჭარის მთავრობის პრესსამსახური.

ტურის ფარგლებში ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებმა მაჭახელას ხეობაში არსებული VI საუკუნის გვარას ციხე, ცხემლვანას თაღოვანი ხიდი, მაჭახელას თოფის მონუმენტი, ჩხუტუნეთის ეთნოგრაფიული მუზეუმი და საოჯახო სახლები მოინახულეს. მაჭახელას ეროვნული პარკის ადმინისტრაციაში მათთვის პარკისა და მისი ტურისტული ბილიკების შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა. ტურის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ მაჭახელელი ბავშვების მიერ შესრულებული განდაგანა, ლაზური, ხორუმი და ცეკვა „მაჭახელას თოფებით“ ენახათ.

ტური „მაჭახელას თოფის გზა“ ერთ-ერთი პოპულარული მარშრუტია, რაზეც ხეობაში ტურისტების გაზრდილი რაოდენობა მეტყველებს. ხეობაში მარკირებულია ტურისტული ობიექტები და ფუნქციონირებს საოჯახო სახლები. მარშრუტის პოპულარიზაციის მიზნით ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მაჭახელას მიმართულებით 15-მდე უცხო და ქართულ ენოვანი გიდი გადაამზადა. შემდეგი კვირიდან კი სააგენტო მაჭახელას მიმართულებით სპეციალური ტურების დანიშვნას გეგმავს.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი