უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

2 აპრილი, 2018 12:55
font-size

მაჩალიკაშვილის დაღუპვა კვლავ აბრუნებს სახალხო დამცველის განხილვის საგნად სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის პრობლემას - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ 2017 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის დაღუპვის საქმე კვლავ აბრუნებს სახალხო დამცველის განხილვის საგნად სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის პრობლემას.

„2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში ტერორისტულ დანაშაულთან დაკავშირებით ჩატარებულ სპეცოპერაციისას, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალება კვლავ აბრუნებს სახალხო დამცველის განხილვის საგნად სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვის პრობლემას“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.

ლომჯარიამ სახელმწიფო უწყებებს დროული გამოძიებისკენ მოუწოდა.

„სიცოცხლის უფლება ამ საქმეში მაშინ იქნება დაცული, თუ სახელმწიფო დაკისრებულ პოზიტიურ ვალდებულებას ჯეროვნად შეასრულებს და ეფექტიანად, დროულად და მიუკერძოებლად გამოიძიებს ფაქტს, სადაც სავარაუდო უფლებადამრღვევები, შესაძლოა, სწორედ სახელმწიფოს წარმომარგენლები იყვნენ“, - განაცხადა ომბუდსმენმა.

დოკუმენტში საუბარია, ასევე, სამართალდამცველთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებისა და არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებზე და ადამიანის უფლებების მხრივ ქვეყანაში არსებული გამოწვევებზე.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისის ხეობის სოფელ დუისში, 26 დეკემბრის სპეცოპერაციის დროს თავის არეში დაჭრეს. ის თბილისში გადაიყვანეს, იგეგმებოდა მისი სამკურნალოდ წაყვანა საზღვარგარეთ, თუმცა 10 იანვარს მაჩალიკაშვილი გარდაიცვალა.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ბოლო ექვს წელიწადში გაორმაგდა და შინამეურნეობის 82% შეადგინა

5 ივნისი, 2020 , 12:10

ფიქსირებული ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა ბოლო ექვს წელიწადში გაორმაგდა და შინამეურნეობის 82% შეადგინა, – ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიაში აცხადებენ. მათივე ინფორმაციით, 2019 წლის მონაცემებით, ფიქსირებული ი

კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევიდან ორი ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება, ხოლო ორი საკარანტინო სივრციდანაა - მარინა ეზუგბაია

5 ივნისი, 2020 , 11:32

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 2 ე.წ. საბურთალოს კლასტერს უკავშირდება და დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია, ხოლო დ

„ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიაში“ - 5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა

5 ივნისი, 2020 , 10:35

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, ბორჯომის პლატოს ტერიტორიაზე, დასუფთავების აქცია გაიმართა. „ვიცხოვროთ ბუნებასთან ჰარმონიაში“ - კამპანიი

საქართველოში კორონავირუსის ოთხი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

5 ივნისი, 2020 , 10:35

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 4-ით გაიზარდა და 805 გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს გლობალური ვაქცინაციის სამიტზე - გიორგი გახარია

4 ივნისი, 2020 , 19:49

საქართველოს წარმატებული გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარე მსოფლიო ლიდერებს  გლობალური ვაქცინაციის სამიტზე, რომელსაც დღეს გაერთიანებული სამეფო მასპინძლობდა, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9841 ლარი გახდა

4 ივნისი, 2020 , 17:30

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.9841 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0416 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!