უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

19 ივნისი, 2018 12:15
font-size

მაჩალიკაშვილის საქმე არის ერთ-ერთი პირველი ფაქტი, როდესაც ადამიანის გარდაცვალება უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან ჩარევას - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მოუწოდა ხელისუფლებას, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაღუპული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე საზოგადოებას სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს.

ლომჯარიამ ლეგიტიმური უწოდა მალხაზ მაჩალიკაშვილის მოთხოვნებს, რომელმაც დღეისთვის პანკისში აქცია დააანონსა.

„ადამიანის უფლებების 2017 წლის ანგარიშში ჩვენ სპეციალური თავი მივუძღვენით თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას სიცოცხლის უფლების ნაწილში, იმიტომ, რომ მის გარდაცვალებაში ფიგურირებს სახელმწიფო. ამიტომ ვფიქრობ, ნამდვილად ლეგიტიმურია მოთხოვნები, რასაც ოჯახი აყენებს. ასევე მიმაჩნია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მაქსიმალურად უნდა მიაწოდონ როგორც ოჯახსა და ადვოკატებს, ასევე საზოგადოებასა და არასამთავრობო სექტორს ინფორმაცია, თუ რა ეტაპზეა გამოძიება.

მაქსიმალურად უნდა გაასაჯაროონ ინფორმაცია გამოძიების ირგვლივ, რადგან ნამდვილად, ბოლო წლებში ეს არის ერთ-ერთი პირველი ფაქტი, როდესაც ადამიანის გარდაცვალება უკავშირდება სახელმწიფოს მხრიდან, ასე ვთქვათ, ჩარევას და ამაზე დროული რეაგირებაა საჭირო“,- განაცხადა ომბუდსმენმა.

სახალხო დამცველი გამოეხმაურა ქვეყანაში ჩატარებულ საპროტესტო აქციებს.

„აქციებთან დაკავშირებით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში აქციებზე არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი, რომელიც ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. მინდა მოვუწოდო ყველა მოქალაქეს, ვინც მომავალში იქნება საპროტესტო აქციის მონაწილე, დაიცვან კანონის მოთხოვნები, რათა აქცია არ გასცდეს მშვიდობის ფარგლებს“,- განაცხადა ლომჯარიამ.

მალხაზ მაჩალიკაშვილი საპროტესტო აქციას პანკისში დღეს 14:00 საათზე გამართავს.

განახლდა ბიძინა ივანიშვილის ბრძოლა მთის მოსახლეობასთან - ლაშა ჩხარტიშვილი

23 მარტი, 2019 , 20:34

ლეიბორისტული პარტია ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებს. პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რაც მოსა

ვინ აიძულებს ივანიშვილს ხელისუფლების გადაბარებას - სანდრო ბრეგაძე სკანდალურ პოსტს ავრცელებს

23 მარტი, 2019 , 16:26

"ქართული მარშის" ერთ-ერთი ლიდერი, სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში ხელისუფლების შეცვლის გეგმაზე წერს, რომელიც შესთავაზა ამერიკამ ბიძინა ივანიშვილს. “გთხოვთ ყურადღებით წაიკითხოთ !!! 2 კვირის წინ ამერიკის სახელმწიფო დე

„ნუ ჩამაბეტონებ!` - დიდ დიღომში მოსახლეობამ აქცია გამართა

23 მარტი, 2019 , 14:57

„ნუ ჩამაბეტონებ!" - ამ მოთხოვნით დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩის მიმდებარედ არსებულ სკვერში, მოსახლეობამ აქცია გამართა და საფეხბურთო სტადიონზე დაწყებული მშენებლობა გააპროტესტა. აქციის მონაწილეების თქმით, შპს აკა დე

საქართველოს საელჩო საფრანგეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს

23 მარტი, 2019 , 13:05

საფრანგეთში საქართველოს საელჩო საფრანგეთში მცხოვრები ან ტურისტული მიზნით მყოფი საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს. „როგორც მოგეხსენებათ, შაბათს, მ.წ. 23 მარტს, პარიზსა და საფრანგეთის რამდენ

საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეაგირებას ოჯახში ძალადობის ფაქტებზე

23 მარტი, 2019 , 12:24

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა, ოჯახში ძალადობისაგან დაცვისა და პრევენციის მექანიზნების ეფექტიანობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აუდიტის პერიოდი მოიცავს 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით არსებულ პერიოდს. ანგ

მერაბ კოკოჩაშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა

22 მარტი, 2019 , 19:00

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეჟისორის, სახალხო არტისტის, საზოგადო მოღვაწის, თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კინო-ტელე-ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელის, ასოცირებული პროფე