უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 მარტი, 2017 18:25
font-size

მაჭარაშვილის მოტივი გამოკვეთილი არ არის - ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის დაკავებული უფროსის ადვოკატი

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სამსახურებრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების გამო სსიპ „სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს“ ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის უფროსი, დავით მაჭარაშვილი დააკავა.

მისი ადვოკატის, სოსო ბარათაშვილის თქმით, დაპატიმრების პროცედურა დარღვევებით ჩატარდა.

გარდა ამისა, ბარათაშვილი აცხადებს, რომ მაჭარაშვილის წინასწარ პატიმრობაში ყოფნა აუცილებლობას არ წარმოადგენს.

„მიმაჩნია, რომ ბრალდების ამდაგვარი ფორმულირება არასწორია, პირველ რიგში, რომ წამქეზებლად მოგვევლინნენ კომპანიების თანამშრომლები, თითქოს ბატონი მაჭარაშვილის მოტივი გამოკვეთილი არ არის . მეორე მხრივ, ვფიქრობ, რომ არასწორად, მისთვის დაუსაბუთებლად მოხდა წინასწარი პატიმრობის შეფარდება, ვინაიდან ბრალდების მხარე აცხადებს, თითქოს მას შეუძლია, ხელი შეუშალოს გამოძიებას, შეუძლია, ჩაიდინოს ახალი სახის დანაშაული, რაც საფუძველსაა მოკლებული“- განაცხადა ბარათაშვილმა „ქრონიკასთან“ საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დავით მაჭარაშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილებების ბოროტად გამოყენების გამო დააკავეს. გარდა ამისა სისხლის სამართლის პასუხისგებაში არის მიცემული ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტიორი ორი კომპანიის ხელმძღვანელი პირი.

როგორც გამოძიებამ გაარკვია, მაჭარაშვილმა ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების კვოტირებისა და მედიკამენტების იმპორტის რაოდენობის დადგენის პროცესში, აღნიშნულ ორ კომპანიას მიანიჭა არამართლზომიერი უპირატესობა, რის შედეგადაც ქვეყანაში, მიმოქცევაში მოხვდა არსებულ საჭიროებაზე მეტი ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტი.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 25 - 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს სახელმწიფო მოხელის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის ბოროტად გამოყენებას. მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით.

ანა მებურიშვილი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი